ზღვის ნაპირას იჯდა, რბილ ქვიშაში ამოზრდილ ლოდზე, ზღვა ტალღებს ცემდა, თოლიები კიოდნენ, საღამოვდებოდა, ზღვას არა, არც ჰორიზონტს, არც თოლიებს არ უყურებდა, თვალები კი ჰქონდა გახელილი, მაგრამ არაფერს აღიქვამდა, იჯდა ასე უბრალოდ. მშვიდი, სუსტი ნიავი უბერავდა, სხეულზე ელამუნებოდა თუმცა ამასაც არ აღიქვამდა, არ ესმოდა არც თოლიების კივილი, არც ზღვის ტალღების ნაპირზე ცემის ხმა, უბრალოდ იჯდა. არც შიოდა არც სციოდა, ვიღაცამ გაიარა სანაპიროზე, ლოდზე მჯდომი შენიშნა, მიუახლოვდა, შემოუარა, წინიდან დაუდგა..
–აქ რას აკეთებ? იმან არაფერი უთხრა –ეე არ გესმის აქ რას აკეთებ? ისევ დუმილი, მივიდა და შეანჯღრია –აქ რას აკეთებ მეთქი არ გესმის? იმან შეხედა –რა გინდა? –შეგიძლია დამეხმარო? მაინც არაფერს აკეთებ, ფქვილი და ყურძენი მაქვს წასაღები ქალაქში და მძიმეა, რომ მივალთ გადაგიხდი. იმას გაეღიმა –კარგი, ადგა და გაჰყვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 ივნისი, 2014 აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული? თავმდაბლობა ამ ქვეყნად ყველაზე "მართალი" საქმე
მოგიკითხე ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 ივნისი, 2014 აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული? თავმდაბლობა ამ ქვეყნად ყველაზე "მართალი" საქმე
მოგიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|