 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 3 ივნისი, 2014 |
წამო ძვირფასო, დაგპატიჟებ მწვანე ჩაიზე, წამო ძვირფასო, სანამ მარტი ისევ აურევს... გავყიდი ჰესეს, გავაჩუქებ აბეს, დრაიზერს, ბოლო უგუნურს მივაშავებ შოპენჰაუერს, სულ რამდენიმე, უმნიშვნელო გროშების ფასად, წამო ძვირფასო, დაგპატიჟებ მწვანე ჩაიზე... ვიღებავ სხეულს-ჩემი სულის ერთადერთ ფასადს და ვეღარ ვყიდი, მოდაშია რადგან პარიზის ან უფრო მეტი, მოდაშია მილანის ზამთრის და შემოდგომის კოლექცია-ვინმე ხარაზის... მცივა და ვებრძვი უშენობის უმწვავეს ართრიტს მე ყოველ ღამით ვიმსხვრევი და სმენა მაბრაზებს ჩემივე ძვლების, რომელთაგან უცვლელად დარჩა, სულ რამდენიმე, გულისა და მხრების არეში... წამო ძვირფასო, სხვა შეხვედრა იქამდე არ ჩანს, სანამ სხეულში ბოლო ნერვიც აღარ თარეშობს, წამო ძვირფასო, დაგპატიჟებ მწვანე ჩაიზე, წამო ძვირფასო, უკანასკნელს დავხარჯავ გროშებს... დავიზეპირებ და გიამბობ: ჰესეს, დრაიზერს, წამო ძვირფასო, წაგიკითხავ მორჩენილ ბორხესს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ასეა მართლაც, ჩვენს სივრცეში... ასეა მართლაც, ჩვენს სივრცეში...
26. დროდადრო ნიჭიერ ადამიანებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე; გენიოსების მსგავსად ისინიც გაარღვევენ პიროვნების მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდეს, შეიგრძნობენ, რამდენად დანაწევრებულია მათი ბუნება და საკუთარ თავს მრავალი "მესაგან" აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ. დროდადრო ნიჭიერ ადამიანებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე; გენიოსების მსგავსად ისინიც გაარღვევენ პიროვნების მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდეს, შეიგრძნობენ, რამდენად დანაწევრებულია მათი ბუნება და საკუთარ თავს მრავალი "მესაგან" აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ.
25. სხვა სამყაროში გადავიხვეწოთ? სხვა სამყაროში გადავიხვეწოთ?
24. 22 კომენტარის დამწერი ჯიგარი ხარ... ვსვათ ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თუ ამას ხელოვნება ქვია 22 კომენტარის დამწერი ჯიგარი ხარ... ვსვათ ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თუ ამას ხელოვნება ქვია
23. შენ რას ებრძვი? :)) შენ რას ებრძვი? :))
22. "მცივა და ვებრძვი უშენობის უმწვავეს ართრიტს" დავაკვირდი და აქ მტავარ გვერდზე ზოგი ართრიტს ზოგი შაკიკს ებრძვის... "მცივა და ვებრძვი უშენობის უმწვავეს ართრიტს" დავაკვირდი და აქ მტავარ გვერდზე ზოგი ართრიტს ზოგი შაკიკს ებრძვის...
20. ამას ველოდი, მოვესწარ :))) მადლობა. დედას ვფიცავარ, რომ არ გეთქვათ, ვერც შევამჩნევდი :)) ამას ველოდი, მოვესწარ :))) მადლობა. დედას ვფიცავარ, რომ არ გეთქვათ, ვერც შევამჩნევდი :))
19. თავფურცელზე მოხვედრას გილოცავ ბალუ.... :3 წარმატებებს გისურვეებ :* თავფურცელზე მოხვედრას გილოცავ ბალუ.... :3 წარმატებებს გისურვეებ :*
18. შენი რჩეულავტორობის ჟამიც დამდგარა ურაკზე :)
გილოცავ!
შენი რჩეულავტორობის ჟამიც დამდგარა ურაკზე :)
გილოცავ!
17. მშვენიერი! +5 მშვენიერი! +5
16. თანანა გმადლობ თანანა გმადლობ
15. თეა მადლობა :)) თეა მადლობა :))
14. სრულყოფილი ლექსი, შინაარსით, ვერსიფიკაციით, რიტმით და ემოციით!!! სრულყოფილი ლექსი, შინაარსით, ვერსიფიკაციით, რიტმით და ემოციით!!!
13. ძალიან კარგია. მიხარია, რომ გნახე. :)
ძალიან კარგია. მიხარია, რომ გნახე. :)
12. მადლობა თოლია :)) მადლობა თოლია :))
11. კი, კი- უნდა გაყიდო და გააჩუქო ეგენი, ყველა, შენ მაინც რად გინდა :)
სასიამოვნო განწყობა კი შემიქმნა ძილისწინ და მეტი რა უნდა ექნა ახლა ამ ლექსს? :)
სრულიად სერიოზულადაც -მომეწონა.
კი, კი- უნდა გაყიდო და გააჩუქო ეგენი, ყველა, შენ მაინც რად გინდა :)
სასიამოვნო განწყობა კი შემიქმნა ძილისწინ და მეტი რა უნდა ექნა ახლა ამ ლექსს? :)
სრულიად სერიოზულადაც -მომეწონა.
10. ვიღებავ სხეულს–ჩემი სულის ერთადერთ ფასადს–ამოვარჩიე ++ ვიღებავ სხეულს–ჩემი სულის ერთადერთ ფასადს–ამოვარჩიე ++
9. არა უშავდა :) + არა უშავდა :) +
8. მომეწონა...სულ ცოტა ხელის შევლება...უმნიშვნელოდ... მაგრამ ისედაც კაია...+3 მომეწონა...სულ ცოტა ხელის შევლება...უმნიშვნელოდ... მაგრამ ისედაც კაია...+3
7. მომეწონა. ძალიან მომეწონა. ძალიან
6. ხო, პაპიროსიც უხდება დილის ყავას :)) ხო, პაპიროსიც უხდება დილის ყავას :))
5. კი კიიი , ყავიდან დაიწყეთ , მერე მწვანე ჩაი, მერე ოდნავ ალკოჰოლურზე გადადით, მერე ისევ მწვანე ჩაითა და დილით ყავით დაასრულეთ : )) კი კიიი , ყავიდან დაიწყეთ , მერე მწვანე ჩაი, მერე ოდნავ ალკოჰოლურზე გადადით, მერე ისევ მწვანე ჩაითა და დილით ყავით დაასრულეთ : ))
3. ჩაიზე თუ არ წამომყვა, იქნებ ფინჯან ყავაზე დავიწვიო :)) http://urakparaki.com/?m=4&ID=76190 ჩაიზე თუ არ წამომყვა, იქნებ ფინჯან ყავაზე დავიწვიო :)) http://urakparaki.com/?m=4&ID=76190
2. ცოტა გავწითლდი, გმადლობთ :)) ცოტა გავწითლდი, გმადლობთ :))
1. ჩამოყალიბებული, ძლიერი, მგრძნობიარე და სავსე ლექსია ! !!!
წაჰყევ !!!!!!!
დალიეთ მწვანე ჩაი !!!!!
++ ჩამოყალიბებული, ძლიერი, მგრძნობიარე და სავსე ლექსია ! !!!
წაჰყევ !!!!!!!
დალიეთ მწვანე ჩაი !!!!!
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|