მზე რა ფერია?მკითხეს ოდესღაც... ჩამომითვალეს ათასი ფერი, ის კი თავისთვის ჩუმად გოდებდა, სევდისფერ წამწამს წყდებოდა ცრემლი. ღრუბლის ნაფლეთით ცხვირს იხოცავდა, მერე გზავნიდა სხივებს მიწაზე, განა ესმოდათ მისი მოკვდავთა?! უბრალოდ,ზეცის მეფედ იწამეს. რათა ყოველდღე ებნია ხურდად სხივების კონა,როგორც იმედი, ადამიანებს კერპები უყვართ, ერთგულება კი არ სურთ მცირედი... მათ რა იციან რარიგ ძნელია, როცა სამეფო გვირგვინს ატარებ ლანგრით მირთმეულს მუდამ ელიან, რა პასუხს მოსთხოვ ასე ,,პატარებს“. მზე კი სისხლისფერ ნაწნავებს იშლის, მუჭით აგროვებს სულის ნაწილებს, სევდისფერია მზე,ალბათ მიხვდით. ცა მოიღრუბლა,წვიმას აპირებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ზღვა ვარ მე :D ზღვა ვარ მე :D
8. ცქნაფა........ ნუ ბობოქრობ ნუ =DDD :* ცქნაფა........ ნუ ბობოქრობ ნუ =DDD :*
7. დიდი მადლობა :)) პ.ს. არ ვარ სამყაროზე განაწყენებული,უბრალოდ მენტორული ტონით გამომივიდა ეს ლექსი და ამიტომ მიიჩნიეთ ასე. :) დიდი მადლობა :)) პ.ს. არ ვარ სამყაროზე განაწყენებული,უბრალოდ მენტორული ტონით გამომივიდა ეს ლექსი და ამიტომ მიიჩნიეთ ასე. :)
6. ლამაზია. და რატომღაც სულ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელ სამყაროზე ხარ განაწყენებული. :) ვისაც კერპები უყვარს, იმათ ამ საქმეს ვერც ძალით, ვერც შეგონებით ვერ გადააყვარებ. მათი ,,პატარაობა'' არავის უშლის ხელს. გვირგვინებს და პალეკარტებს უბრალო, გულიდან ამომავალი სიტყვები ჯობს, თან- ბევრად. ,,დრონი მეფობენ და არა- მეფენი''. ვიცი, სწორად გამოგებ. ნიჭი არსად დაიმალება. გაქვს ეს მაღლით! წარმატებები! ლამაზია. და რატომღაც სულ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელ სამყაროზე ხარ განაწყენებული. :) ვისაც კერპები უყვარს, იმათ ამ საქმეს ვერც ძალით, ვერც შეგონებით ვერ გადააყვარებ. მათი ,,პატარაობა`` არავის უშლის ხელს. გვირგვინებს და პალეკარტებს უბრალო, გულიდან ამომავალი სიტყვები ჯობს, თან- ბევრად. ,,დრონი მეფობენ და არა- მეფენი``. ვიცი, სწორად გამოგებ. ნიჭი არსად დაიმალება. გაქვს ეს მაღლით! წარმატებები!
5. ლამაზი ლექსია სულის გამოძახილივით.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,2 ლამაზი ლექსია სულის გამოძახილივით.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,2
4. დიდი მადლობა ანდრეა,ნემე,დავით :)) დიდი მადლობა ანდრეა,ნემე,დავით :))
3. უბრალოდ,ზეცის მეფედ იწამეს. რათა ყოველდღე ებნია ხურდად სხივების კონა,როგორც იმედი, ადამიანებს კერპები უყვართ,
მართალი ხარ ,კერპები უყვართ ადამიანებს + უბრალოდ,ზეცის მეფედ იწამეს. რათა ყოველდღე ებნია ხურდად სხივების კონა,როგორც იმედი, ადამიანებს კერპები უყვართ,
მართალი ხარ ,კერპები უყვართ ადამიანებს +
2. მზე კი სისხლისფერ ნაწნავებს იშლის, მუჭით აგროვებს სულის ნაწილებს....კარგიაა! ++ მზე კი სისხლისფერ ნაწნავებს იშლის, მუჭით აგროვებს სულის ნაწილებს....კარგიაა! ++
1. "ღრუბლის ნაფლეთით ცხვირს იხოცავდა, მერე გზავნიდა სხივებს მიწაზე," კარგია +++ "ღრუბლის ნაფლეთით ცხვირს იხოცავდა, მერე გზავნიდა სხივებს მიწაზე," კარგია +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|