 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2008 |
ახლა უკვე რვა წლისაა. მაშინ ექვსის იყო. არაფერი დაუნახავს, უფრო სწორად არავინ დაანახა, ისეთი დაიმახსოვროს როგორსაც სულ ხედავდაო. (მისთვის სულ იღიმოდა... იმ დღემდე...) მოსმენით ბევრი რამ გაიგო, ესმოდა ჩურჩული, ტირილი... ხედავდა მხოლოდ მოფუსფუსე ადამიანებს, ბევრ ადამიანებს, პატარა სახლში რომ შედი-გადიოდნენ შეუსვენებლივ. დედიკოს ჩაცვენილ თვალებს და დაიკოს ნაღვლიან ღიმილს მულტფილმებს რომ ურთავდა, გაერთე და ოთახიდან არ გამოხვიდეო... კიდევ ერთი რაღაც დაინახა... სანთელი...სურათსაც მოკრა თვალი... დაიბნა, იკითხა სანთელი რატომ ანთიაო. რომ მიხვდა ტყუილი უთხრეს მას მერე კითხვები აღარ დაუსვამს...რაღაც ხდებოდა და ამას ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, არ ლაპარაკობდა (არც ახლა ლაპარაკობს). -რატომ არაფერს ამბობს?არც არასდროს ახსენებს -ვერ ხვდება ალბათ... -არა მგონი, ხვდება, ისე აცეცებს თვალებს... დიდი, ილუსტრაციებიანი წიგნი, დღემდე ხელშეუხებლად დევს. მას მერე ერთადერთხელ გადმოიღო, დაათვალიერა (ალბათ მოენატრა...), უხმოდ მოუთათუნა პაწაწუნა, თხელი თითები და ისევ თაროზე შემოდო. ხელშეუხებელი განძია... მისი საჩუქარი... -გენატრება? - . . . . . . . . . -როგორ იყო რობოტუნებს რომ გეთამაშებოდა და სკოლის კარში გააშეშე? აბა მომიყევი რააა, რა სასაცილო იყო მაშინ... – , ვიღიმი, ვაკვირდები, მინდა ავიყოლიო... თვალებს ხრის, ხმას არ იღებს, არ მყვება, ვიძაბები და ვარჩევ მოვეშვა... არადა უკვე რვა წლისაა, მაშინ მხოლოდ ექვსის იყო... მის სურათთან ხშირად თამაშობს. სათამაშოები მიაქვს და ალაგებს. თუ არავინ მიაქცევს ყურადღებას ელაპარაკება... (ალბათ სათამაშოებს...) ან რა მნიშვნელობა აქვს, უყვარს იქ თამაში. მყუდრო კუთხეა და თბილი, რაღაცნაირად... -ხატი ბურთი გამოიტანე რა, ვითამაშოთ... -არა ლიკა ვააა -გამოიტანე რააა -არა, გამისკდება -მერე რა? ახალს იყიდი -მამა ვეღარ მიყიდის ახალს... არა, ჩვენთან არასდროს ლაპარაკობს, მერე რა რომ რვა წლისაა? დიდია და უკვე ესმის (მაშინაც ესმოდა მიუხედავად იმისა რომ ექვსის იყო), მაგრამ... უცნაური ბავშვია ჩემი და... მას მამასავით ოდნავ ჩახლეჩილი ხმის ტემბრი და ჩაჩხვლეტილი ნიკაპი აქვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. დიდი მადლობა :-* მეც გილოცავთ , მიყვარხართ :) დიდი მადლობა :-* მეც გილოცავთ , მიყვარხართ :)
25. +5 ირინკა, შობას გილოცავ... +5 ირინკა, შობას გილოცავ...
24. მიყვარხარ გოგონააა :-* მიყვარხარ გოგონააა :-*
23. თბილიიიი მხოლოდ, ე.ი. სიკეთე! კარგია. საერთოდ პროზაში მხოლოდ წლების ამსახველი რიცხვის დაწარაა დასაშვები ციფრებად და თუ საერთო გადაეჩვევა არა მარტო შენ არამედ აქ უმეტესობა რიცხვების ციფრად დაწერას. საუკეთესო თვისებას გამოიმუშავებთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ყველა რიცხვი უნდა ვწეროთ მხოლოდ სიტყვებით. პოეზიას მოუხდება განა სტროფში ყელმოღერებული რიცხვი, რომელიც უადგილო ყარყატს წაააგავს? ;) ;) 10 შენ! :) თბილიიიი მხოლოდ, ე.ი. სიკეთე! კარგია. საერთოდ პროზაში მხოლოდ წლების ამსახველი რიცხვის დაწარაა დასაშვები ციფრებად და თუ საერთო გადაეჩვევა არა მარტო შენ არამედ აქ უმეტესობა რიცხვების ციფრად დაწერას. საუკეთესო თვისებას გამოიმუშავებთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ყველა რიცხვი უნდა ვწეროთ მხოლოდ სიტყვებით. პოეზიას მოუხდება განა სტროფში ყელმოღერებული რიცხვი, რომელიც უადგილო ყარყატს წაააგავს? ;) ;) 10 შენ! :)
22. ჩემი და წერდა შენნაირად ლამაზ და სევდიან რარაცეებს... რაც გათხოვდა სულ სხვანაირი გახდა :) ძალიან საყვარელი ხარ. წარმატებები ჩემო კარგო ჩემი და წერდა შენნაირად ლამაზ და სევდიან რარაცეებს... რაც გათხოვდა სულ სხვანაირი გახდა :) ძალიან საყვარელი ხარ. წარმატებები ჩემო კარგო
21. 21. მაპატიე მეტით რომ ვერ შეგაფასე მარტო ორი შემიძლია. ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი თბილი ამ ცხოვრებაში.. მრ-001. 2008-12-06 20:03:50
ძალიან გამათბო შენმა კომენტარმა :) დიდი მადლობა :) 21. მაპატიე მეტით რომ ვერ შეგაფასე მარტო ორი შემიძლია. ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი თბილი ამ ცხოვრებაში.. მრ-001. 2008-12-06 20:03:50
ძალიან გამათბო შენმა კომენტარმა :) დიდი მადლობა :)
20. მაპატიე მეტით რომ ვერ შეგაფასე :) მარტო ორი შემიძლია. ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი თბილი ამ ცხოვრებაში.. მაპატიე მეტით რომ ვერ შეგაფასე :) მარტო ორი შემიძლია. ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი თბილი ამ ცხოვრებაში..
19. ძალიან ძალიან საყვარელი დაიკო გყავსს.. რომ გელეპარაკები ხოლმე ტელეფონზე, მისი ხმა მესმის.. თბილია.. :) შენსავით.. :) მოგეფერეთ.. გულისგულშიო.. ძალიან ძალიან საყვარელი დაიკო გყავსს.. რომ გელეპარაკები ხოლმე ტელეფონზე, მისი ხმა მესმის.. თბილია.. :) შენსავით.. :) მოგეფერეთ.. გულისგულშიო..
18. ირინკა, რა საინტერესოდ წერ!
წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს დას!
საუკეთესო სურვილებით, განდი.
ირინკა, რა საინტერესოდ წერ!
წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს დას!
საუკეთესო სურვილებით, განდი.
17. გენაცვალე გულიანო... გენაცვალე გულიანო...
16. გენაცვალე....გულიდან რაც მოდის + ნიჭი და ყოველთვის კარგია...10 გენაცვალე....გულიდან რაც მოდის + ნიჭი და ყოველთვის კარგია...10
14. რამხელა სევდააა:( 555 რამხელა სევდააა:( 555
12. -ხატი, ბურთი გამოიტანე, რა, ვითამაშოთ... -არა, ლიკა, ვააა.... -გამოიტანე, რააა.... -არა, გამისკდება! -მერე რა? ახალს იყიდი... -მამა ვეღარ მიყიდის ახალს...
ირინკა, დამბურძგლა! ჩემი "ბურძგლომეტრი" - "ზაშკალივანიეს" აჩვენებს! 10 -ხატი, ბურთი გამოიტანე, რა, ვითამაშოთ... -არა, ლიკა, ვააა.... -გამოიტანე, რააა.... -არა, გამისკდება! -მერე რა? ახალს იყიდი... -მამა ვეღარ მიყიდის ახალს...
ირინკა, დამბურძგლა! ჩემი "ბურძგლომეტრი" - "ზაშკალივანიეს" აჩვენებს! 10
11. ძალიან:) და კიდე მე მაქვს რაღაც შენი დაიკოსთვის ძალიან:) და კიდე მე მაქვს რაღაც შენი დაიკოსთვის
10. თბილი და კარგი ირინქალი:-* თბილი და კარგი ირინქალი:-*
9. ჩვენი ქსანტიპააააააააააააააააააააააააა :-* დანარჩენს ცალკე მოგწერ ჩვენი ქსანტიპააააააააააააააააააააააააა :-* დანარჩენს ცალკე მოგწერ
8. თბილა აქ , 5 :) თბილა აქ , 5 :)
7. :( უფრო სწორედ..
:( უფრო სწორედ..
5. ძალიან საყვარელი ხარ :-*
ესეც შენ დაიკოს :-* ძალიან საყვარელი ხარ :-*
ესეც შენ დაიკოს :-*
3. კუწ, ამეტირა:( :-*შენ და შენს საყვარელ დაიკოს. კუწ, ამეტირა:( :-*შენ და შენს საყვარელ დაიკოს.
2. რა ვქნა თუკი მეცინება:) რა ვქნა თუკი მეცინება:)
1. ირიიიიი :-* ირიიიიი :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|