ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2014


მერედიანა

სასიყვარულო მახეების ოსტატი შენ ხარ,
გიყვარს როდესაც გიყურებენ ალერსის მზერით,
თუმცა გრძნობების სიძლიერე იმდენად ტეხავს
ფეხებს, ერთმანეთს უახლოვებ რადგანაც ვერ ით–

მენ'სტრუაციას სიბრალული ჰქონია როდის ?
მუხლისთავებზე ჩამოცოცდა სირცხვილი შენი,
გადაღლილობა შეგახსენებს უკაცოდ ლოდინს,
ოფლს მოიწმენდ და ჩაიმატებ სულ ცოტა "პშენიჩ–

ნაია"'რევის გამოჩენას სიკვდილი გიჯობს
სული კი მიდის, ფეხსაცმელში რწყავს თითის წვერებს,
ნატრობ , შენ გარდა რომ ოთახში არავინ იყოს
თუნდაც ზედ გულზე დაგაცალონ ტყვიები მერე–
                                                                                            დიანა 13...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები