 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 ივნისი, 2014 |
ახლა არ მინდა ღრმად ჩაფიქრება და არც რამეზე მინდა რომ ვწერო. რაც იყო, ისევ ისე იქნება, (აქ რითმისათვის ვაფრინე წერო...) ჰო, ყველაფერი ითქვა ოდესღაც, ახალს შეგრძნება არ მოაქვს ახლის. არ მეწერება სიტყვა როდესაც ცარიელდება საგნებიც, სახლიც. და ოთხ კედელში გამოკეტილი, ყელამდე სავსე დახშული სივრცით, ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს... მეც როგორ ვგავარ ზოგჯერ ამ ნიშანს, ხან გაღიმებულს, ხანაც დაღრეჯილს და როგორ მინდა საათის ქვიშა ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!.. დრო კი არ იმჩნევს ცოცხალი თავით არც უკვე მომხდარს და არც მოსახდენს. ჰო, სოლიდური ფერია შავი, თუმცა, არ მინდა მუდმივ მოსახლედ. ვგრძნობ, რა უაზროდ ვაწვალებ სტრიქონს, სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან! ჩემს თავს ვაბრალებ ისე და იქ რომ, და ახლა სახლი გარბის სახლიდან... კედლის საათიც არ იმჩნევს თითქოს, სიცარიელით დახვრეტილ კედელს. რა შუაშია საჭირო სითბო? ესეც რითმისთვის დამჭირდა, მენდე... 10.05.14
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან მომეწონა++ ძალიან მომეწონა++
14. სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან! რაც არ უნდა იყოს ზოგჯერ ერთი ორი სიტყვა ისე აგამოძრავებს რომ. სახეში შეგაყრევინებს იმ წრისთვის საათის ქვიშას და მე მომეწონა კედლის საათი,იმ სახლის სიცარიელით დახვრეტილ კედელს რომ არ იმჩნევს რომლიდანაც გარბის თვით სახლი იმიტომ რომ ოთხ კედელში გამომწყვდეული ყელამდე სივრცით ვარ დახშული. დიახ არ ღირს შავი ფერი მუდმივ მოსახლედ გაიხადოთ.და ნუ დააბრალებთ საკუთარ თავს ახალს რომ არ მოაქვს ახლის შეგრძნება რადგან ოდესღაც ითქვა ყველაფერი. აი მე ასე. დავინახე და მომეწონა ძალიან,ირონია ყოველთვის ატარებს საიდუმლო ჯიბეს რომელშიც ღრმა ფილოსოფიაა . როგორ მიხარიხართ :* 55555 სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან! რაც არ უნდა იყოს ზოგჯერ ერთი ორი სიტყვა ისე აგამოძრავებს რომ. სახეში შეგაყრევინებს იმ წრისთვის საათის ქვიშას და მე მომეწონა კედლის საათი,იმ სახლის სიცარიელით დახვრეტილ კედელს რომ არ იმჩნევს რომლიდანაც გარბის თვით სახლი იმიტომ რომ ოთხ კედელში გამომწყვდეული ყელამდე სივრცით ვარ დახშული. დიახ არ ღირს შავი ფერი მუდმივ მოსახლედ გაიხადოთ.და ნუ დააბრალებთ საკუთარ თავს ახალს რომ არ მოაქვს ახლის შეგრძნება რადგან ოდესღაც ითქვა ყველაფერი. აი მე ასე. დავინახე და მომეწონა ძალიან,ირონია ყოველთვის ატარებს საიდუმლო ჯიბეს რომელშიც ღრმა ფილოსოფიაა . როგორ მიხარიხართ :* 55555
13. ირაკლი, გმადლობ, რომ მკითხულობ, პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ ამჯერად შენიშვნას ვერ გავიზიარებ, რადგან საფინალო სიტყვა "მენდე" ირონიას გულისხმობს, ისევე როგორც სათაური... ირაკლი, გმადლობ, რომ მკითხულობ, პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ ამჯერად შენიშვნას ვერ გავიზიარებ, რადგან საფინალო სიტყვა "მენდე" ირონიას გულისხმობს, ისევე როგორც სათაური...
12. ახალს შეგრძნება არ მოაქვს ახლის. არ მეწერება სიტყვა როდესაც ცარიელდება საგნებიც, სახლიც. და ოთხ კედელში გამოკეტილი, ყელამდე სავსე დახშული სივრცით, ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს... მეც როგორ ვგავარ ზოგჯერ ამ ნიშანს, ხან გაღიმებულს, ხანაც დაღრეჯილს და როგორ მინდა საათის ქვიშა ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!..
რა ნაცნობი განცდაა!!!!!!!!!!!!
+++++++5555555555555 ახალს შეგრძნება არ მოაქვს ახლის. არ მეწერება სიტყვა როდესაც ცარიელდება საგნებიც, სახლიც. და ოთხ კედელში გამოკეტილი, ყელამდე სავსე დახშული სივრცით, ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს... მეც როგორ ვგავარ ზოგჯერ ამ ნიშანს, ხან გაღიმებულს, ხანაც დაღრეჯილს და როგორ მინდა საათის ქვიშა ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!..
რა ნაცნობი განცდაა!!!!!!!!!!!!
+++++++5555555555555
11. ჩვეულად მაღალოსტატურად არის შესრულებული, მაგრამ აი ეს მენდე მიკლავს ყველაფერს. არ მოუხერხდება რამე? ჩვეულად მაღალოსტატურად არის შესრულებული, მაგრამ აი ეს მენდე მიკლავს ყველაფერს. არ მოუხერხდება რამე?
10. ეს ლექსიც ავტორისეულ სიმაღლეზე დგას.კარგად არის შესრულებული, ვერ დაიწუწუნებს უმუზობას. მელანქოლიურ განწყობაზე დამაყენა. უფრო სწორად, ჩემს დღევანდელ განწყობას მოერგო. ეს ლექსიც ავტორისეულ სიმაღლეზე დგას.კარგად არის შესრულებული, ვერ დაიწუწუნებს უმუზობას. მელანქოლიურ განწყობაზე დამაყენა. უფრო სწორად, ჩემს დღევანდელ განწყობას მოერგო.
7. და ახლა სახლი გარბის სახლიდან ....++ და ახლა სახლი გარბის სახლიდან ....++
6. ლექსი ზოგჯერ ჟანგბადის ბალიშივითაა, თუნდაც მხოლოდ რითმისთვის იყოს.
არ მეწერება სიტყვა როდესაც ცარიელდება საგნებიც, სახლიც. და ოთხ კედელში გამოკეტილი, ყელამდე სავსე დახშული სივრცით, ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს...
კარგია! ++++ ლექსი ზოგჯერ ჟანგბადის ბალიშივითაა, თუნდაც მხოლოდ რითმისთვის იყოს.
არ მეწერება სიტყვა როდესაც ცარიელდება საგნებიც, სახლიც. და ოთხ კედელში გამოკეტილი, ყელამდე სავსე დახშული სივრცით, ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს...
კარგია! ++++
5. მშვენიერია ! მშვენიერია !
4. კარგია მომეწონა მე კარგია მომეწონა მე
3. მხოლოდ რითმისთვის? კარგი რა, ძალიან მაგარია...............2 მხოლოდ რითმისთვის? კარგი რა, ძალიან მაგარია...............2
2. "და როგორ მინდა საათის ქვიშა ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!.." - აი, ეს მიყვარს გამორჩეულად თქვენს ლექსებში, ეს ქალისთვის იშვიათი სიძლიერე, სხვა ყველაფერთან ერთად. :*
"და როგორ მინდა საათის ქვიშა ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!.." - აი, ეს მიყვარს გამორჩეულად თქვენს ლექსებში, ეს ქალისთვის იშვიათი სიძლიერე, სხვა ყველაფერთან ერთად. :*
1. ვგრძნობ, რა უაზროდ ვაწვალებ სტრიქონს, სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან! ჩემს თავს ვაბრალებ ისე და იქ რომ, და ახლა სახლი გარბის სახლიდან... კედლის საათიც არ იმჩნევს თითქოს, სიცარიელით დახვრეტილ კედელს. რა შუაშია საჭირო სითბო? ესეც რითმისთვის დამჭირდა, მენდე...
+++++++++++++++++++ ვგრძნობ, რა უაზროდ ვაწვალებ სტრიქონს, სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან! ჩემს თავს ვაბრალებ ისე და იქ რომ, და ახლა სახლი გარბის სახლიდან... კედლის საათიც არ იმჩნევს თითქოს, სიცარიელით დახვრეტილ კედელს. რა შუაშია საჭირო სითბო? ესეც რითმისთვის დამჭირდა, მენდე...
+++++++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|