ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2014


დავფიქრდეთ აბა?..

გარეთ შუადღე მზით დასიცხული,
ჩრდილს ეძებდა,
და რომ ვერ ენახა,
ჩვენ, რა ტემპითაც ხეებს ვჭრით ახლა,
სულაც არ არის გამორიცხული...

გზადაკარგული ჩვენს მთებში მწირი
ბინას ეძებდა,
და თუ ვერ ნახა,
ჩვენ, რა ტემპითაც მთას ვტოვებთ ახლა -
სულაც არ არის ეს გასაკვირი!..

თუკი მეორედ მოვა, დღეს, აბბა,
რწმენას მოძებნის ქვეყნად და ნახავს
თუ რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჩვენ, ახლა -
გვაცხოვნებს ვითომ,
დავფიქრდეთ აბა?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები