ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2014
(ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ წვიმიანი საღამო)
ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ წვიმიანი საღამო... ვაჩუქეთ ერთად გავლილი რამოდენიმე კილომეტრი ფეხით და კიდევ დუმილი ვაჩუქეთ ერთმანეთს... ერთადერთი დუმილის დარღვევა დამშვიდობება იყო...
ამ წვიმიან საღამოს ერთმანეთს ვაჩუქეთ ცხოვრებაზე მეტი...