ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2014


უკანასკნელად...


სიყვარულს  გიძღვნი,  მაგრამ უკვე  აღარ გაქვს განცდა
იმ გრძნობის, ჩემში შენს გამო რომ ვაცოცხლე დიდხანს,
ჩაგიქრა სხივი,  მე კი მაინც  ნაპერწკალს ვეძებ ,
და სიყვარული ვერ აღვიძებს შენს გულში ვნებებს.

ისე გაცივდი, შენს თვალებში  მე ვხედავ ყინულს,
გეძახი , გიცდი, სურვილების ვარღვიე კალთა,
მარადიული სიყვარულის გავტეხეთ ფიცი
თუმცა  წლების წინ  ერთმანეთის სურვილი გვკლავდა...

და რადგან დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა,
რადგან ერთმანეთს არ ვუტოვებთ სიცოცხლეს ახალს,
სუნთქვა, რომელიც მაღელვებდა, თუ მიაქვს წარღვნას
არ მინდა წამი, ბედისწერა უშენოდ ვზიდო...
მინდა რომ ახლა დავიფერფლო  შენს  თვალების წინ,
რომ  თუნდაც წამით, მათში ისევ ცეცხლი ვიხილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები