მთვარე ღრუბლებთან გაათევს ღამეს, მე კი ტკივილის მიჭირს გამხელა, მტანჯველ სიჩუმეს მუსიკა არღვევს, შენ მოგონება გქვია სახელად. ბედმა დაგვქროლა როგორც ალალმა და გავიფანტეთ სხვადასხვა მხარეს, მხოლოდ ხატის წინ ძალმიძს თავდახრა, რადგან მას ღალატს არასდროს ვამჩნევ. ჩემში კვლავ ცოცხლობს წარსულის ლანდი, შენ კი იმ კოშკებს ქვიშისგან აგებ, სამწუხაროა,ოცნებას გავდი... იმ ალბათობით,არასდროს ახდეს. და ჩვენს ქუჩაზე როცა ჩაივლი, წამით შეჩერდი იმ ჭადრის ხესთან, მას ვუყვებოდი რას განვიცდიდი, როცა ,,მშვიდობით“-ს ვამბობდი შენთან! თოვლი აცმევდა მიწას თეთრ კაბას, ტიროდა გული,ნაცვლად თვალების, უნდა ამეხსნა ძვირფასო მაგრამ, არ მქონდა დრო და ჩუმად წავედი. გისურვებ ქვეყნად ყველაფერს ლამაზს, გილოცავ ჩემთვის ამ შავ-თეთრ თარიღს, ალბათ,ვერასდროს ვერ ნახავ ამას, რატომ მომეცი მიზეზი წასვლის?! არ ვიძირები თვალების ზღვაში, ის მზის ღიმილი სხვას არ სცოდნია, დრო უშენობის ტკივილებს არ შლის კენტად დაფრინავს ზღვაზე თოლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გაიხარე! :) გაიხარე! :)
9. არ ვიძირები თვალების ზღვაში, ის მზის ღიმილი სხვას არ სცოდნია, დრო უშენობის ტკივილებს არ შლის კენტად დაფრინავს ზღვაზე თოლია... წარმატებებს გისურვებ არ ვიძირები თვალების ზღვაში, ის მზის ღიმილი სხვას არ სცოდნია, დრო უშენობის ტკივილებს არ შლის კენტად დაფრინავს ზღვაზე თოლია... წარმატებებს გისურვებ
8. დიდი მადლობა მეგობრებო <3 დიდი მადლობა მეგობრებო <3
7. თოვლი აცმევდა მიწას თეთრ კაბას, ტიროდა გული,ნაცვლად თვალების, უნდა ამეხსნა ძვირფასო მაგრამ, არ მქონდა დრო და ჩუმად წავედი.
აქ გამეღიმა... სულ ასე ვიქცევი ხოლმე... :)
არ ვიძირები თვალების ზღვაში, ის მზის ღიმილი სხვას არ სცოდნია, დრო უშენობის ტკივილებს არ შლის კენტად დაფრინავს ზღვაზე თოლია...
ეს მომეწონა ძალიან... :) თოვლი აცმევდა მიწას თეთრ კაბას, ტიროდა გული,ნაცვლად თვალების, უნდა ამეხსნა ძვირფასო მაგრამ, არ მქონდა დრო და ჩუმად წავედი.
აქ გამეღიმა... სულ ასე ვიქცევი ხოლმე... :)
არ ვიძირები თვალების ზღვაში, ის მზის ღიმილი სხვას არ სცოდნია, დრო უშენობის ტკივილებს არ შლის კენტად დაფრინავს ზღვაზე თოლია...
ეს მომეწონა ძალიან... :)
5. კარგია, მაგრამ მეორე სტროფის წყვილები დაგიწუნე და მოგიკითხე კარგია, მაგრამ მეორე სტროფის წყვილები დაგიწუნე და მოგიკითხე
4. შენს სხვა ლექსებზე მეტად მომეწონა. წარმატებები! შენს სხვა ლექსებზე მეტად მომეწონა. წარმატებები!
2. მომეწონა ეს ლექსი .წინა ლექსებთან შედარებით ნამდვილად იგრძნობა აღმავლობა.წარმატებებს გისურვებ ++ მომეწონა ეს ლექსი .წინა ლექსებთან შედარებით ნამდვილად იგრძნობა აღმავლობა.წარმატებებს გისურვებ ++
1. გაცილებით ჯობს შენს ლექს-პროტესტებს :)) მხარეს- ვამჩნევ; აგებ-ახდეს - ასეები რომ აღარ მოგივიდეს იმუშავე იმაზე :))) შენ ვიც რომ ვერლიბრი არ გიყვარს, ჰოდა, თუ რითმიან ლექსს წერ, მაშინ ისეთი რითმებით წერე რომ ღირდეს ,,წვალებად" :)))
გაცილებით ჯობს შენს ლექს-პროტესტებს :)) მხარეს- ვამჩნევ; აგებ-ახდეს - ასეები რომ აღარ მოგივიდეს იმუშავე იმაზე :))) შენ ვიც რომ ვერლიბრი არ გიყვარს, ჰოდა, თუ რითმიან ლექსს წერ, მაშინ ისეთი რითმებით წერე რომ ღირდეს ,,წვალებად" :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|