მერე იტყვიან არ არსებობს ქვეყნად სამოთხე, რომ ეს ედემი ღვთაებრივი,მხოლოდ ჩვენშია იმას იტყვიან არ გვინდაო აქაც სიკეთე, ის ხომ ფარული მოტივებით გულში ჰკიდია! არც თრობა უნდათ ცხოვრებისგან სიფხიზლით მოცულთ განა სიმთვრალეს არ ჯობია ცივი სიმართლე?! მაგრამ იციან სიმარტოვით გარშემომოცულთ ვერ დაამშვიდებთ უბადრუკი მწარე სიმართლე, მერე იტყვიან არ არსებობს არც ბოროტება, რომ ყველა კაცი ერთმანეთის ანალოგია უკვირთ სისხარტე ბოროტებს რომ ახასიათებთ, და გულნაკლულნი ჯოჯოხეთზე ისევ ტირიან! მერე იტყვიან არ არსებობს ქვეყნად ისმდაბლე, და ის ფიქრები განუწყვეტლივ სულს რომ გვიწამლავს უმადურობა აღაშფოთებთ ჩვენ რომ გვამძიმებს და ცისარტყელა შვიდფერობას ისევ ინახავს. მერე იტყვიან არ არსებობს არც სილამაზე, რომ სულის ფარფლებს სიმახინჯის ფარი იფარავს, არც ბეწვისხიდის არსებობის შიში აფიქრებთ და თუ ჩაუწყდათ უმადურნი,ბედზე ტირიან!