დაბადებიდანვე რა უნდა გამეფუჭებინა. დავიბადე და ეგაა. თუმცა, თურმე ჭიპლარი არ მიხორცდებოდა და კი ნერვიულობდა დედაჩემი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო ... ვიზრდებოდი და მეტისმეტად ჭკვიანი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი. ნადუღი და ტომატი ერთად რომ ეჭმია დედაჩემს, ხმას არ გავიღებდი, შევჭამდი და დავიძინებდი. გათენდებოდა,ვდგებოდი და დაღამდებოდა, ვიძინებდი. ფეხსაცმელიც კი არ დამიხევია არასდროს, ყოველთვის მხოლოდ მიპატარავდებოდა... მოკლედ გოგონა----წესრიგის ეტალონი, დიდი ბაფთით და გრძელი ნაწნავით...
სკოლა ისე დავამთავრე, ერთი დღეც არ გამიცდენია, სიცხიანიც კი დავდიოდი და წუთი რაა, წუთი, ისიც არ დამიგვიანია. დიდი ნაწნავები მქონდა მეთქი.. მქონდა რა...თმა მოგეხსენებათ, თავისით იზრდება, თუ არ შეიჭრი... ერთხელაც ვერ გავბედე, რომ მშობლებისთვის თმის შესაჭრელად ნებართვა და ფული მეთხოვა...
სკოლის მერე დედამ სადაც მირჩია, იქ ჩავაბარე და უნივერსიტეტი დავამთავრე
შეყვარებულიც არასდროს მყოლია. არავის ვიახლოვებდი და ვერც ვბედავდი, ვინმე შემყვარებოდა. ერთ დღეს ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი და ათი დღის მერე პირდაპირ ცოლობა რომ მთხოვა, შემრცხვა , უარი მეთქვა, როდესმე (!) მაინც ხომ უნდა გავთხოვდე მეთქი და ცოლად გავყევი.
უკვე ოცდაათს გადავცილდი (ოცდათხუთმეტსაც) და ჯერ არაფერი გამიფუჭებია. არადა, როგორ მინდა, მეც გავაკეთო რამე სისულელე და გული მოვიფხანო .რამე სისულელე, თუნდაც სულ მცირე. როცა მინდა, რომ საჭმელი უგემური გამოვიდეს და ამის გამო მაინც შემამჩნიოს ვინმემ , სწორედ მაშინ გამოდის განსაკუთრებულად გემრიელი და არავინ არაფერს მეუბნება.
ერთხელ გადავწყვიტე, კაბა მეყიდა ცოტა სხვანაირი. ცოტა ვულგარული, ცოტა შეხსნილი და ცოტა სექსუალური . ყიდვით კი ვიყიდე, მაგრამ როცა ჩაცმის დრო მოვიდა, ისე მოვიფუთე, ათასნაირი თავსაფრით და მოსართავით, ოთხმოცი წლის დედაბერს ვგავდი...
მერე ვიფიქრე, ვინმეს გავიცნობ და ქმარს ვუღალატებ მეთქი. გავიცანი ერთი ადამიანი, დამპატიჟა და რომ მეგონა, ახლა რამეს ჩემთვის სასიკეთოს შემომთავაზებს მეთქი, შვილის მომზადება შემომთავაზა. მეც უარი ვერ ვუთხარი და უფასოდ ვამეცადინე მთელი წელი.
მომბეზრდა ასეთი მოწესრიგებული ცხოვრება...
ახლა საპარიკმახეროში მივდივარ , ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და თმა გადავიხოტრო...ნულზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ოოო.აქ დიდი ცვლილებები ა მოსალოდნელი.მომეწონა ))) ოოო.აქ დიდი ცვლილებები ა მოსალოდნელი.მომეწონა )))
14. არაა თმის გადამხოტრავი,გამობრუნდება უკან ვიცი))))
არაა თმის გადამხოტრავი,გამობრუნდება უკან ვიცი))))
13. მადლობა ყველას მადლობა ყველას
12. მომეწონა :) +++ მომეწონა :) +++
10. ყურებიც გაიხვრიტეთ ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე და ნელ-ნელა გამოვა რაცხა... ისე, ბავშვობაში ჩარჩენილი მგონიხართ, ქვე სადღაა საპარიკმახერო ბოშო, ალბათ, სალონი გინდოდათ გეთქვათ (დაგეწერათ)... ანუუ, მეც იმის თქმა მინდოდა, რომ, მომეწონა ნაწერი. ყურებიც გაიხვრიტეთ ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე და ნელ-ნელა გამოვა რაცხა... ისე, ბავშვობაში ჩარჩენილი მგონიხართ, ქვე სადღაა საპარიკმახერო ბოშო, ალბათ, სალონი გინდოდათ გეთქვათ (დაგეწერათ)... ანუუ, მეც იმის თქმა მინდოდა, რომ, მომეწონა ნაწერი.
9. 5. პროტესტის ნიშნად მეც სულ თავს ვიხოტრავდი ხოლმე. დანარჩენი პირიქით გამომდიოდა :D 5. პროტესტის ნიშნად მეც სულ თავს ვიხოტრავდი ხოლმე. დანარჩენი პირიქით გამომდიოდა :D
7. სულ არ მგავს მარამ მესმის :))
მეც არ ვაფუჭებ მაგრამ ჩემს გემოზე ;) სულ არ მგავს მარამ მესმის :))
მეც არ ვაფუჭებ მაგრამ ჩემს გემოზე ;)
6. სკოლის დამთავრებამდე მეც ეგეთი ვიყავი,)) ვიხალისე სკოლის დამთავრებამდე მეც ეგეთი ვიყავი,)) ვიხალისე
5. ოდნავ მგავდა :) მეც მორცხვი ვარ, მაგრამ ასე ძალიან მომეწონა! <3 ++ ოდნავ მგავდა :) მეც მორცხვი ვარ, მაგრამ ასე ძალიან მომეწონა! <3 ++
4. ახლა საპარიკმახეროში მივდივარ , ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და თმა გადავიხოტრო...ნულზე...
კი, გადაიხოტრე, მაგრამ ის ბავშვური სიხალისე და სიხარული აღარ იქნება. :))
ახლა საპარიკმახეროში მივდივარ , ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და თმა გადავიხოტრო...ნულზე...
კი, გადაიხოტრე, მაგრამ ის ბავშვური სიხალისე და სიხარული აღარ იქნება. :))
3. რაღაც სევდიანიცაა... ვისაც კანონი არ დაურღვევია მას ახალი არც არაფერი არ შეუქმნიათ..:D წარმატებები+ რაღაც სევდიანიცაა... ვისაც კანონი არ დაურღვევია მას ახალი არც არაფერი არ შეუქმნიათ..:D წარმატებები+
2. ცხელა ისედაც:D ცხელა ისედაც:D
1. ცხელა ისედაც:D ცხელა ისედაც:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|