 | ავტორი: დავით მოსეშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ივნისი, 2014 |
მე ვეომები ბედის აჩრდილებს, მათრობს პლანეტის უთქმელი დარდი, მივყვები ფიქრით მთვარის ბილიკებს, ჩემი ფიქრია ქარივით მარდი. ზღვაზე კი გაწვა ვერცხლის ბილიკი და სევდასა მგვრის მთვარის ნათება, მოქუფრულია კაცობრიობა, თუ შეუთვალა ცამ ანათემა? ვით დამსხვრეული ბროლის ნამტვრევი, ისე გაჟღერდა სივრცეში სიტყვა, მდუმარედ მტანჯავს, უხმოდ მაწვალებს კვლავ უპასუხო ეს ერთი კითხვა:- სად არის ათვლის მყარი წერტილი?... მე კი ქარივით გავყევი ფიქრებს, საოცარია- განთიადისას მთვარე სუსტდება, მზე ძალას იკრებს...
მე ვფანტავ ჩემი სულის ნამსხვრევებს ხან ზეცაში და ხანაც მიწაზე, მე ვფანტავ ჩემი სულის ნაკუწებს შეუბრალებელ დედამიწაზე...
მოკრიფეთ ჩემი დანაკუწებული სული... იქნებ როგორმე შეაკოწიწოთ, თუმცა ბზარები მაინც დარჩება, არა,არ გესმით,რომ სულის ჭრილობა არ რჩება! და მსურს სხეულის ბორკილებისგან განთავისუფლება... მე ძალზე ძლიერ და ძალზე მძაფრად მიყვარს ნაცნობი თავისუფლება, თავისუფლება სულის!...
ხან ვიღაც მეტყვის:-"დაფრინავ მაღლა!" რა ვქნა ფრენისთვის ვარ გაჩენილი, ფრთები მარგუნეს ძალიან სუსტი და ისიც გულზე შემაბეს თურმე, ხო!სულის ფრთები შემაბეს გულზე და როცა ვიგრძენ მე აღმაფრენა, მაშინ ეცადნენ ფრთების მოტეხას...
არა!ნუ მომტეხთ მე ფრთებს გულიდან... გთხოვთ!არ მომტეხოთ ფრთები გულიდან, რადგან ნაფრენი ცოცვას ვერ შევძლებ...
მე ფრენა მიყვარს ძალიან ჩქარი... მე ფრენა მიყვარს ძალიან მაღლა... და დაჰქრის ჩემი ფიქრების ქარი და მე ვერა ვგრძნობ ფრენისგან დაღლას, მე ფრენა მიყვარს ძალიან ჩქარი...
ნუ შეეცდებით მომტეხოთ ფრთები, ისინი ასე სუსტია მუდამ, თორემ ნისლივით ცაში გავქრები, გავქრები როგორც ნასროლი გუნდა,უმისამართოდ...
რასაც ვეძებდი მთელი ცხოვრება, რაც ვიფიქრე რომ მე მიხაროდა მას ვერ დავკარგავ... თუმცა დაკარგვა შეიძლება გაიგოს ორმხრივ ადამიანმა, ერთი:-როდესაც კარგავ ყველაფერს და მაინც რჩები ადამიანად და მეორე კი:_კარგავ ყველაფერს_ სულსაც, სხეულსაც, ჰქრები მთლიანად.
მე მიყვარს სივრცე... სივრცე და მთები... მთის ნაპრალები... ზღვაში ლოდები... მე მიყვარს სივრცე... მიყვარს ზღვის სივრცე... ზღვაში მზის ჩასვლას დაველოდები,რომ მე ვიხილო მზის ამოსვლა მწვერვალებიდან... დღეს თითქოს ზღვაში აგორდა ტალღა, დღეს ზღვაში მძლავრი აგორდა ტალღა ამ ჩემი გულის მღელვარებისგან...
ზღვას ქვიშა მიაქვს... ქვიშას ატანენ... ზღვის სურვილს მხოლოდ გაიგებს ქარი და შლის ქვიშაზე ყველა ნაკვალევს... ყველა ნაკვალევს... ზღვა ჩემშიც არის, თუმცა გულიდან არაფრის წაშლა არ შეუძლია...
გული ხომ არ გავს ქვიშიან ნაპირს, რომელსაც ტალღა გადარეცხს მუდამ, არც ჭაობია დამყაყებული, გულს სუნთქვა უნდა, გულს ფეთქვა უნდა გრძნობის ჰაერით...
გული და გრძნობა რამ გაყო ნეტავ? ზღვა და ნაპირი რამ გაყო ნეტავ? არც ცა და მიწა არ გაიყოფა ხო,ამას ვფიქრობ და თქმასაც ვბედავ ამ სიმართლისას...
სიმართლეს კაცი ვერ გაექცევა, ისე ვით ღამე მთვარის სინათლეს... ნუ ხუჭავთ თვალებს! ნუ ხუჭავთ თვალებს! რადგან ჩვენშია ყველა სიმართლე და ნეტარება...
დღეს კი ზღვამ ისევ წაიღო ქვიშა თავის წიაღში... ზღვას ქვიშა მიაქვს... ქვიშას ატანენ... და თუ ისურვებს დაშლის ლოდებსაც ტალღა ფერებით... ალბათ მე მაინც ნაპირად ყოფნას შევიფერებდი, რადგან მომეწყო ტალღისთვის მყუდრო ნავსაყუდელი...
მე ვარ ნაპირი, ზღვას დავუხვდები და მის მძლავრ ტალღებს მოუთმენლად დაველოდები, ქვიშას წარმტაცებს? მე დამრჩება კლდე და ლოდები! და ფიქრიც მასზე,რაც რომ დავკარგე. თუმცა ზღვას მაინც შეუძლია ჩამძიროს სულმთლად, ტალღავ!ერთსა გთხოვ,_არ დამიშალო ზღვის ჰავით სუნთქვა...
თქვენ გაიხსენეთ! გთხოვთ გაიხსენოთ! მე მაქვს გული და მე მმართავს ვნება და ვგრძნობ ზღვის სუნთქვას და ვგრძნობ მზის სითბოს და არ მასვენებს ფიქრი თავნება. მე მიყვარს ფიქრი და მიპყრობს ვნება, მიყვარს:_ კლდე... ქვიშა... ზღვა და სამყარო! ტალღისებრ მოდის ფიქრი თავნება, სულში წესრიგი მსურს დავამყარო თავად ქაოსით.
ჩამხედეთ თვალში!დღეს ჩემს თვალებში მოჩანს ბზარები სულის სარკისა, დღეს ჩემს თვალებში მოჩანს ცრემლები დაუკარგავი დანაკარგისა... მე მტკივა სული ყველას მაგიერ, ყველას ტკივილით მე მტკივა სული და მიპყრობს ფიქრი... და მიპყრობს ვნება ზღვარგადასული...
დღეს ჯოჯოხეთის გამოაქვთ ბადე, ბადე გამოაქვთ სულთა საჭერად, ჩემში უცნაურ სურვილებს ბადებს ნაცნობი ბადე გადასარჩენად,თუ დასაღუპად ხალხთა სულების... მსურს რომ გავწყვიტო ბადის ზონარი, მსურს რომ დავგლიჯო ბადე მთლიანად, რადგანაც ალბათ თავისუფლებას არაფერი არ შეედრება...
რა მიხარია? ან რა მაწუხებს? რად ვფანტავ ჩემში მოვარდნილ ფიქრებს? გავურბი ჩემი ხორცის მარწუხებს და ძალას ვიკრებ... და თქვენ არ მითხრათ რომ სისუსტე შემომეპარა, თუმცა ვინ იცის?.. ჩავხედავ სულში თუნდაც უცხო ადამიანებს, აღარ მწამს სიტყვა და არ მწამს ფიციც მე უამრავი ადამიანის...
სიტყვები ზოგჯერ ნიავსაც მოაქვს, ნიავსაც მიაქვს ზოგჯერ სიტყვები, და როცა ნიავს მიაქვს სიტყვები, მე მიპყრობს ეჭვი, მტანჯავს ფიქრები და ამიტომაც მე მირჩევნია ჩავხედო სულში ადამიანებს, რომ მოვკლა ჩემში ეჭვის ობობა...
სიმართლე!-აი რაა მთავარი! სიმართლე!-აი რისთვის ღირს ბრძოლა და თუ დავრჩები ბედის ამარა და თუ არ შევწყვეტ ცოტახნით რბოლას, ვიპოვი სულის თავისუფლებას, თავისუფლებით ვიპოვი შვებას, შვება მომირჩენს ტკივილს,იარას და მერე ვიგრძნობ ადამიანად რომ გავიქეცი ამ სამყაროდან...
არ ვიცი რატომ მინდა გაქცევა, თუ ვინმე მეტყვის ესეც არ ვიცი! რა მომიშუშებს სულის იარას? ხედავთ?! არ ვიცი, გესმით?! არ ვიცი.
მიყვარს რიჟრაჟი... მიყვარს ბინდბუნდი... ამ სიმრავლეში მაინც მარტო ვარ და მძულს მონობა! და მძულს მონობა! თავისუფლებამ თუკი დამტოვა მე გავიქცევი სხეულის დამღლელ მარწუხებიდან.
აქ გზაა შავი და მოწყენილი, ყვავილთა ნაცვლად ხარობს ნარები, იქ გზაა თეთრი,თან შორეული და თუ აქ ვინმეს შევებრალები მე ღამესავით გამეღიმება...
მომეცით თუნდაც კაპიკის სითბო თუმნის სანაცვლოდ,გრძნობის მათხოვარს, მომეცით სითბო,მეტს არას ვითხოვ,ამ სიმრავლეში რადგან მარტო ვარ!...
ღამე აგორებს მთვარის კამათელს, გველმა გაავსო შხამით ფიალა და ტკბილად მწარე ცხოვრებამ გულზე გადამიარა...
და მე ვდგავარ ზეცის ქვეშ, იქნებ ვგავარ გენიოსს? ჩემი სულის სამყარო ზეცას შეხამებია, სურვილი ვერ დამჯაბნის,გრძნობა თუ მომერიოს, გულიდან წამოსული უცნაური ხმებია. სურვილების სიმძიმემ ჩამოზნიქა ტოტები ნატვრის ხეზე.დღეს სადღაც ცუდად გაიამინდა, დაცემული მე კვლავაც მწვერვალზე ავბღოტდები, მწვერვალების გარეშე მე ცხოვრება არ მინდა! ჩემი თავისუფლების დაე მონად გადვიქცე, სხეულს არ უხარია ჩემი სულის მონება, მინდა ვტეხო ბორკილი,სხეულიდან გავიქცე, მე მახსოვს ყველაფერი,არ მინდა მოგონება. თეთრ სინათლეს მოჰყვება თითქოს შავი პიარი, ამ ხორციელ მორევში გულმა გაიხალისა, ჩემმა ფიქრმა და გრძნობამ მხოლოდ ერთ გზით იარა, დღევანდელი უარყო,დაიტოვა ხვალისა... ღამე კვლავაც აგორებს ცაზე მთვარის კამათელს, ხვალ ცაზე მზით ამოვა ფერადი ბრწყინვალება, თავი მაღლა ავწიე,თვით ღმერთს შევეკამათე, ანგელოზი ვიხილე მე საოცართვალება. ზურგთან მიდგას სატანა უჩინარი მახვილით, თითქოს თვალით მანიშნებს:_"ღმერთი შენი მტერია!" მაგრამ გული მაფრთხილებს მკაცრი შემოძახილით:_ "შენს გარშემო ბინძური,ქვეყნიური მტვერია!" აი რატომ გავურბი ჩემი ხორცის მარწუხებს, აი რატომ გაქცევა სიმრავლიდან მინდება, სანამ წმინდა გონება,საღი აზრი მაწუხებს, სანამ ჩემი თვალები მტვერით დაიბინდება... მე გვირაბს გავუყვები,შორით მოჩანს ნათება და ღვთიური ნათება იდუმალი ფერია, თუ ცოცხალმა შევძელი თვით სიცოცხლის ანთება, ესეც მწამს რომ იქნება ბედი და მისტერია. გულმა უამინდობა ვეღარ გადაიტანა, ვდგავარ მხრებში მოხრილი,თაღი მაწევს ზეცისა, მე შევძელი სხეულის სამსხვერპლოზე მიტანა, იქნებ მოვხვდი მიწაზე და ვიყავი მე ცისა? ვაკაკუნებ ჭიშკარზე იდუმალი თვალებით, მსურს მოვიხსნა სხეულის დამქანცველი სიმძიმე, მოვიშორე მე ალბათ ქვეყნიური ვალები, ახალ თავისუფლებით არ მინდა რომ მიმძიმდეს. აგერ ხელში მიჭირავს სავსე ვერცხლის ფიალა, უკვდავების ღვინოა,თუ სიკვდილის შხამია, ყველა კადრმა ცხოვრების მე თვალწინ გამიარა, ეს ცხოვრება მართლაც რომ ერთი ტკბილი წამია. მე არ ვნანობ აქ მოსვლას,წასვლაც არ მენანება, ვნახე,ვჭამე,შევიგრძენ ქვეყნიური მტვერია, ანგელოზი მიმელის მე უცნაურთვალება, მწამს რომ ესეც იქნება ბედი და მისტერია... დმ.2005წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თქვენ გაიხსენეთ! გთხოვთ გაიხსენოთ! მე მაქვს გული და მე მმართავს ვნება და ვგრძნობ ზღვის სუნთქვას და ვგრძნობ მზის სითბოს და არ მასვენებს ფიქრი თავნება. მე მიყვარს ფიქრი და მიპყრობს ვნება, თქვენ გაიხსენეთ! გთხოვთ გაიხსენოთ! მე მაქვს გული და მე მმართავს ვნება და ვგრძნობ ზღვის სუნთქვას და ვგრძნობ მზის სითბოს და არ მასვენებს ფიქრი თავნება. მე მიყვარს ფიქრი და მიპყრობს ვნება,
4. თავიდან სტრიქონები ამოვირჩიე მაგრამ მერე იმდენი იყო , ლამის მთელი ლექსის გადმოწერა მომიწევდა :)) თავიდან სტრიქონები ამოვირჩიე მაგრამ მერე იმდენი იყო , ლამის მთელი ლექსის გადმოწერა მომიწევდა :))
3. ფრთები მარგუნეს ძალიან სუსტი და ისიც გულზე შემაბეს თურმე, ხო!სულის ფრთები შემაბეს გულზე და როცა ვიგრძენ მე აღმაფრენა, მაშინ ეცადნენ ფრთების მოტეხას...
------------------------------------
შვება მომირჩენს ტკივილს,იარას და მერე ვიგრძნობ ადამიანად რომ გავიქეცი ამ სამყაროდან...
------------------------------- აგერ ხელში მიჭირავს სავსე ვერცხლის ფიალა, უკვდავების ღვინოა,თუ სიკვდილის შხამია, ყველა კადრმა ცხოვრების მე თვალწინ გამიარა, ეს ცხოვრება მართლაც რომ ერთი ტკბილი წამია. მე არ ვნანობ აქ მოსვლას,წასვლაც არ მენანება, ვნახე,ვჭამე,შევიგრძენ ქვეყნიური მტვერია, ანგელოზი მიმელის მე უცნაურთვალება, მწამს რომ ესეც იქნება ბედი და მისტერია...
საოცარი პოეტი ხარ, დავით!
ფრთები მარგუნეს ძალიან სუსტი და ისიც გულზე შემაბეს თურმე, ხო!სულის ფრთები შემაბეს გულზე და როცა ვიგრძენ მე აღმაფრენა, მაშინ ეცადნენ ფრთების მოტეხას...
------------------------------------
შვება მომირჩენს ტკივილს,იარას და მერე ვიგრძნობ ადამიანად რომ გავიქეცი ამ სამყაროდან...
------------------------------- აგერ ხელში მიჭირავს სავსე ვერცხლის ფიალა, უკვდავების ღვინოა,თუ სიკვდილის შხამია, ყველა კადრმა ცხოვრების მე თვალწინ გამიარა, ეს ცხოვრება მართლაც რომ ერთი ტკბილი წამია. მე არ ვნანობ აქ მოსვლას,წასვლაც არ მენანება, ვნახე,ვჭამე,შევიგრძენ ქვეყნიური მტვერია, ანგელოზი მიმელის მე უცნაურთვალება, მწამს რომ ესეც იქნება ბედი და მისტერია...
საოცარი პოეტი ხარ, დავით!
2. ძალიან მაგარია და რატომ დევს "სხვაში" ვერ გავიგე.... :)
5 ქულა.
ძალიან მაგარია და რატომ დევს "სხვაში" ვერ გავიგე.... :)
5 ქულა.
1. ძალიან წინ ხართ წასული 2005 წლის შემდეგ :)
თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა ამ ტექსტზე :)
"სურვილების სიმძიმემ ჩამოზნიქა ტოტები ნატვრის ხეზე.დღეს სადღაც ცუდად გაიამინდა,"- აქ გავდით არამით777-ს :)
ძალიან წინ ხართ წასული 2005 წლის შემდეგ :)
თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა ამ ტექსტზე :)
"სურვილების სიმძიმემ ჩამოზნიქა ტოტები ნატვრის ხეზე.დღეს სადღაც ცუდად გაიამინდა,"- აქ გავდით არამით777-ს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|