ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანო გორგაძე
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2014


ქართული ოცნება

მე გავიხსენებ ძველ საქართველოს მის სიდიადეს და ბრწყინვალებას,
მე გავიხსენებ ქართულ სულს გმირულს მადლი რომლისაც გვაკლია ყველას.
უსუსურობა ჩემი ქვეყნისა როგორ მაგიჟებს და როგორ მანგრევს,
მაგრამ იმედით და შემართებით ვცდილობ გავუძლო მოწოლილ დარდებს
და ვეკითხები თავს უნებურად ნუთუ რა მოხდა რად გადავგვარდით,
ნუთუ ძარღვებში სისხლი დაგვილპა და ღირსებიდან შორს გადავვარდით,
ნუთუ ქართველი ვეღარ ქართველობს და სიდიადის გაფრინდა ჟამი,
აღარ დატოვა სასიხარულო არც საამაყო თუნდ ერთი წამით.
ნუთუ ამ ქვეყნის გულისტკივილი აღარა გვტკივა ტკივილით, დარდით,
აღარა ვფიქრობთ რანი ვიყავით ძველ დიდებისგან რანიღა დავრჩით.
ვერ დავიჯერებ მე ამ ბნელ ამბავს ჩემს მეობაში ეს არ წერია,
კვლავ გაიღვიძებს სული ქართული გადაშენება არ გვიწერია!
ასე ვიცოცხლებ ასე ვიწამებ რომ მომავალი არის ნათელი,
რომ ვერ წაგვლეკავს დროის დინება და კვლავ დადგება ჟამი ნათების,
რომ ვერა ძალა ვერ მოერევა ქართულ გენიას უდრეკ სულს ქართულს,
მწამს გაბრწყინდება კვლავ ივერია და ჩვენ ავიხდენთ ოცნებას ქართულს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები