დგება დრო, როცა გასავლელია ის გზა, რომელიც მტკივნეულია, თუმცა კი ველით გიჭირს სიმძიმე სულის ზიდო, კარიბჭეს ეძებ, იმ კარს, რომელიც სრულდება ღმერთით. გაწუხებს დარდი ამქვეყნიური შენი რჩეულის, ღმერთის ხატებას შენი სული ბრმასავით ენდო, მისთვის არა ხარ ერთით ნაკლები, ან ერთით მეტი ახლა სხეული იბრძვის სულთან თავგამეტებით. მგონი დრო დადგა, უკვე ღმერთთან გაქვს შენი ვალი მინდა რომ სულმა სიმსუბუქე დროულად იგრძნოს ამქვეყნიური ნალექი რომ ჩამოგირეცხოს, ეახლო მზეს და რომ იგრძნო სითბო.
დგება დრო, როცა გასავლელია ის გზა, გზა, რომელიც მტკივნეულია და ყველას გველის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|