ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფილოსოფოსი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2008


სიყვარული

    მე სიყვარული მონა არ ვარ
    არც მბრძანებელი მინდა რომ ვიყო
  მე სიყვარულით სიცოცხლე მინდა
  და ამ სიცოცხლის ტრფობა გავიგო
  ალბათ ამ ტრფობით ვცოცხლოფთ ყველანი
    ალბათ ამიტომ გვიძგერს გულები.

    სიყვარულს ერთი ვერას გახდება
    მას ერი გული უფრო სჭირდება
    და როცა ორი ერთი გახდება
    ცხოვრება აღარ გაგიჭირდება
    სიყვარულს ფასი არ დაედება
    იგი არასდროს გაგვიძვირდება
  და ჭეშმარიტი სიყვარულისთვის
  სიკვდილიც აღარ გაგვიჭირდება
  სიყვარულს სიტყვით მაინც ვერ ახსნი
  მას საქციელი უფრო სჭირდება
  და თუ სიყვარულს ნათლად გაუგებ
  გულიდან აღარ გაგიფრინდება
  არ გაფრინდება როგორც არწივი
  დაბრმავებული ძალაუფლებით
  გულში დარჩება და დაიშლება
    ეს სიყვარული თავისუფლებით
    და ვლოცავ ყველა დაბმულ სიყვარულს
  დაბმულს მისივე თავისუფლებით
    და გაუმარჯოს მართალ სიყვარულს
    მართალს თავისი წრფელი  გულებით

    რაგდგან ლამაზი სიყვარულისთვის
    ჩვენი ცხოვრებაც ლაღად გავლიოთ
    და სიყვარული სადღეგრძელოზე
    ე  ს სასმისები ყველამ დავლიოთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს