 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 ივლისი, 2014 |
ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაა, მოქმედება ხდება საგამოცდო ოთახში
კედელზე საათი.
მოქმედი პირნი: აუდიტორიაში ერთი დამკვირვებელი და 15 აბიტურიენტი მიმდინარეობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა
დილის 9 საათია.
დამკვირვებელი----ბავშვებო, გამოცდის დაწყების მერე საპირფარეშოში გასვლა (?) ექიმის გარეშე გეკრძალებათ, გთხოვთ, ახლა წახვიდეთ , მერე ვეღარ გაგიშვებთ. თავდახრილი აბიტურიენტებიდან ზოგი დგება და გადის. ზოგი ადგილზე რჩება:
დამკვირვებელი მიდის ერთ გოგონასთან და ეუბნება: დამკვირვებებლი--სათვალე რატომ გაქვთ? გოგონა---რას ნიშნავს რატომ მაქვს? დამკვირვებელი---არ უნდა შემოგეტანათ,ალბათ გაგაფრთხილეს. გოგონა---რას ბრძანებთ, უამისოდ ვერ ვხედავ... დამკვირვებებელი---ააა, მე მზის სათვალე მეგონა. მეორე დამკვირვებელი, პირველს---დაანებე თავი, მერამდენედ უნდა იკითხო ეგ?
წერა იწყება. უკვე 11 საათია. აწრიალდა უმეტესობა.
ბექა----თუ შეიძლება გავალ? დამკვირვებელი----მე გითხარით, უნდა მოითმინოთ ბექა---ამის მოთმენა რომ შემეძლოს, აქამდე სულ გადავეჩვეოდი, ქალბატონო. დამკვირვებელი--დატოვებთ წერას! ბექა-----მე ვერ მოვითმენ, გთხოვთ გამიშვათ! დამკვირვებელი--ერთი წუთით,მოითმინეთ, ახლავე მოვიყვან ექიმს.
შემოდის ექიმი. უყურებს ბექას სახეში .
ექიმი--მართლა ასე ძალიან გინდათ?_ეკითხება ბექას ბექა---ექიმი თქვენ ხართ და მიხვდით ,მინდა თუ არა. (აუდიტორიაში სიცილი , უფრო სწორად ფხუკუნი)
ბექა "ბადრაგის''თანხლებით მიდის საპირფარეშოსკენ და იქ "ასაბუთებს", რომ არ ცრუობდა.
ბექა ბრუნდება და აგრძელებს ესეს წერას: "როგორ ფიქრობთ, სკოლას აქვს თუ არა ლიდერის ჩამოყალიბების ფუნქცია". ბექა წერს: --სკოლას კი აქვს ლიდერის ჩამოყალიბების ფუნქცია, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ აზრს....(ტრარამ ტრარამ...)
წრიალებს მეორე აბიტურიენტი, პირობითად გიგა.
დამკვირვებელი---ნუ წრიალებთ, დატოვებთ წერას! გიგა---თუ შეიძლება გავალ. დამკვირვებელი---არა, მე გაგაფრთხილეთ.ერთი უკვე გავიდა, მეტი არ შეიძლება. გიგა---რავა, ჩემს მაგივრად მოილია ეგ საქმე? დამკვირვებელი--დატოვებთ წერას! გიგა---რა წესია ნეტავ ეგ. თუ არ გამიშვებთ , გამოვაღებ ფანჯარას და აქედან გადავაფსამ. დამკვირვებელი---ნუ უზრდელობთ, ახალგაზრდავ, დაცვას გამოვიძახებ !
გიგა ჯერ ჯდება . აგრძელებს წერას. მერე მოულოდნელად დგება, აბარებს ნაწერს და პირდაპირ ტუალეტისკენ გარბის (!)
წამოიწევს მესამე აბიტურიენტი, ამჯერად გოგონა: გოგონა---თუ შეიძლება...
დამკვირვებელი---არ შეიძლება (სიტყვას არ ამთავრებინებს) გოგონა--მაშინ პასტა მაინც გამომიცვალეთ, ცუდად წერს. დამკვირვებელი-- აქამდე როგორ წერდით? აღარაა მეტი, უკვე იმდენი გამოვცვალეთ. გოგონა---აღარ წერს და რა ვქნა. მერე თვალს გააყოლებს, დერეფანში "ბადრაგის" თანხლებით მიმავალ გოგონას და შურით სულ ტანზე ოფლი ასხამს.
მეორე გოგონა(პირობითად ნინო) გაკვირვებული დაჰყურებს მოცემულ სამუშაოს. მერე დგება და დამკვირვებელს მიმართავს: ნინო---აქ მგონი შეცდომითაა, კითხვები იწყება მესამე ნომრიდან, პირველი და მეორე ნომერი კი გამოტოვებულია. დამკვირვებელი--მე არაფერი ვიცი. ნინო---კი მაგრამ, აბა ვის ვკითხო. დამკვირვებელი მიუახლოვდება მის დავალებას. გადახედავს მას.
რწმუნდება, რომ დავალება მართლაც მესამე კითხვიდან იწყება. დაკვირვებელი--მე არაფერი ვიცი---(იჩეჩავს მხრებს). ნინო უსიტყვოდ აგრძელებს წერას .
საათის ისარი მოძრაობს,მოძრაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ დრო გადის.
ამ დროს გარეთ საშინლად ცხელა, იყიდება უამრავი ცივი წყალი და ნაყინი. ზრიალებენ მშობლები და ახლობლები. ელოდებიან შვილებს, რომლებიც ღმერთის წყალობით "მშრალად" გამოდიან.
(ფარდა კი არადა ვაი ამ განათლებას)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ეს არ არის იუმორისტული . ყველაფერი მტკივნეულად რეალურია, და თუ არ იქნება დრამატურგია, ამიტომ გთხოვთ, ადმინო, გადაიტანეთ ჯანრი "სხვა"- ში. ამის შემდეგ ყველას განვათავსებ მაგ ჟანრში. მე ქულები და რეიტინგი არ მაინტერესებს. რამდენჯერმე ვითხოვე კიდეც, არც კომენტარები მაინტერესებს!!! უბრალოდ აქ მინდა განვათავსო ჩემი რჩეული ნაწერები და იმედია , ამის შესაძლებლობას მომცემთ. ეს არ არის იუმორისტული . ყველაფერი მტკივნეულად რეალურია, და თუ არ იქნება დრამატურგია, ამიტომ გთხოვთ, ადმინო, გადაიტანეთ ჯანრი "სხვა"- ში. ამის შემდეგ ყველას განვათავსებ მაგ ჟანრში. მე ქულები და რეიტინგი არ მაინტერესებს. რამდენჯერმე ვითხოვე კიდეც, არც კომენტარები მაინტერესებს!!! უბრალოდ აქ მინდა განვათავსო ჩემი რჩეული ნაწერები და იმედია , ამის შესაძლებლობას მომცემთ.
10. :D უკომენტაროდ ++ :D :D უკომენტაროდ ++ :D
9. მე კი ნამდვილად სკეტჩად წარმოვიდგინე.
მხოლოდ უფრო მეტი იუმორი რომ ყოფილიყო.
აი "შაბათის შოუს " მასალაა მე კი ნამდვილად სკეტჩად წარმოვიდგინე.
მხოლოდ უფრო მეტი იუმორი რომ ყოფილიყო.
აი "შაბათის შოუს " მასალაა
8. ეს დრამატურგია არ არის ჟანრი უნდა შეეცვალოს
დრამატურგიის ფორმის მიცემა არ ნიშნავს ჟანრის იგივეობას
ეს ჩემი აზრია. სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო აზრსაც
ეს დრამატურგია არ არის ჟანრი უნდა შეეცვალოს
დრამატურგიის ფორმის მიცემა არ ნიშნავს ჟანრის იგივეობას
ეს ჩემი აზრია. სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო აზრსაც
7. გამოვცადე ეგეც, რამდენიმე წლის წინ :) ახლა შვილები აბარებენ. გამოვცადე ეგეც, რამდენიმე წლის წინ :) ახლა შვილები აბარებენ.
6. ანალოგიური სიტუაციაა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე,შეიძლება ითქვას,უფრო დამამაცირებელიც...მასწავლებელს იმდენად არ ენდობიან,,,ბადრაგით" აცილებენ საპირფარეშოში,ცხვირსახოცის შეტანასაც კი აპროტესეტებენ...იქნებ ამაზეც დაგეწერა?! =D :) ანალოგიური სიტუაციაა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე,შეიძლება ითქვას,უფრო დამამაცირებელიც...მასწავლებელს იმდენად არ ენდობიან,,,ბადრაგით" აცილებენ საპირფარეშოში,ცხვირსახოცის შეტანასაც კი აპროტესეტებენ...იქნებ ამაზეც დაგეწერა?! =D :)
4. :D aba aba . Ho, asea zustad :D aba aba . Ho, asea zustad
3. :) დამაჯერებლდა აღწერეთ ეროვნული გამოცდების ცოებ-ცხელება და მართლაც,,,ვაი ამ განათლებას! + +
:) დამაჯერებლდა აღწერეთ ეროვნული გამოცდების ცოებ-ცხელება და მართლაც,,,ვაი ამ განათლებას! + +
2. პარლამენტში ხართ მისავლინებელი პირველ რიგში. :) პარლამენტში ხართ მისავლინებელი პირველ რიგში. :)
1. საწყალი ბავშვები ) საწყალი ბავშვები )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|