ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივლისი, 2014


კაზუსი

მე დღეს ისევ მშია შენი ბაგე,
მინდა შენს სულსაც რომ მოვეფერო,
ამაისებულა შენი ბაღი,
ნუ სწუხ,ჯერ შორსაა ნოემბერი.

ვუცქერ შენს თვალებში გრადაციებს,
ფერთა მოციმციმე ბატალიას,
მოვა ნოემბერიც აციებით,
შენ კი ქარებიც კი გადარიე,

ხოდა აბა ჩემს გულს რას უზამდი?
ფეთქავს არეულად,გამალებით,
ჩვენი შეხვედრაც ხომ კაზუსია
მიწის უსასრულო ტრამალებზე.

"მოდი! ავედევნოთ ქარს და ნიავს,"
ერთად მოვიაროთ სასულეთიც,
მერე სულის ფანჯრებს მოვაღია-
ვებთ და თუნდაც ათას სისულელეს

ვიზამთ,ან დავდგებით ყირამალა,
ზეცა ჩვენს ფეხებზე წამოწვება,
მოდი,სანამ კოცნა წამალია,
სანამ სიცოცხლიდან ამოგვწვავენ...

                                          დმ.02.07.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს