ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2014


ბუნების პროტესტი

სისულელეა მიაწეროს ვინმემ ხუმრობას
წყალდიდობები, მიწისძვრები, გვალვა, ბურები.
ჩვენ, შეიძლება შევეგუოთ ხელოვნურობას,
მაგრამ ბუნება ვერ აიტანს არაბუნებრივს!

ბევრს არც კი სჯერა, მე კი ვცოცხლობ ამ ჰიპოთეზით.
როგორც სიკვდილი, ჩემთვის ისიც გარდუვალია,
რომ სანამ ჩვენ არ მოვიცილებთ წყეულ პროთეზებს,
მანამ არ შეწყვეტს, ბუნებაც, მის ანომალიებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები