ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2014


ლურჯი ფრინველი

ლურჯი ფრინველი

ისევ უარგყავი...
მაგრამ არ მასვენებს,
შენი ჩემთან ყოფნის
ჩუმი მონატრება.
ცრემლებად დამბალი,
გრძნობებს არ მანებებს
სევდა ატეხილი,
სიზმრად მოლანდება.
ჩემი აჩრდილი ხარ,
ისევ შეუცნობი,
რაღაც დემონურად
გულის დამონება,
ჩემი ნაწილი ხარ,
სულის ქარტეხილი,
უდაბნოს ხვატში
ნამის დალოდება.
ვინ ვარ მეც არ ვიცი,
ღამემ დამათენა.
ისევ ბინდ-ბუნდში ვარ
რა გიშველო კარგო?
მუზის ანგელოზი,
სულის აღმაფრენა,
მინდა შენთან ერთად
სადღაც დავიკარგო.
გუშინ რომ მეგონა,
უკვე გამიქარდი,
ისევ არ მასვენებს
სევდით სავსე მზერა,
ცრემლით ამიშარდი,
გულში ჩამისახლდი,
ისევ ამოფრინდა
ჩემგან ეს სიმღერა.
შემრჩა მხოლოდ ლანდი,
შოპენის ბალადა,
და შავი კვადრატის
არა ვარ მხილველი,
მე შენი, ჟორჟ სანდი,
მუზებით დავალ და
კვლავ ჩემსკენ ისწრაფვი,
შენ, ლურჯი ფრინველი.

მანანა ტონია.18.06.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები