 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 ივლისი, 2014 |
წუღამესტები ოთარ რურუას
ნაკვერჩხლიანი გიყვარს სიმღერა, მღვიძარი მეხრის. ლექსად მიგიბამს შუქი ზევით,- ღრუბლის ბაგაზე. კეთილი სიტყვით, ღელის შროშანი თავს როცა მიხრის იღიმი, თითქოს მაგ ბაგეზე დილა დაბანგეს.
ცივ სიღრმეებში როგორც კალმახი,-სულია შენი. (შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს) უხედნი ლექსებს, პოეზიის მთის თვალად მშვენი ფანდურის ხმაზე, ცად არწივი ძერას აიფრენს.
სევდა თვალებში,- სარკმლის წინ, რომ გიზის ხუნდებად, ვიცი რაც გტკივა, (მე რაც მტკივა ეგეც ხომ იცი). კეთილი საქმით, კარგი სიტყვით გაგიხუნდება, სახეს-ღიმილი, შენ,- ნაბადად მთები მოიცვი.
ცა-მიტკალია. ერთდროს ჩვენით მიტოვებული. კალოზე უფალს ჩვენი ფიქრი შეუკრავს ძნებად. ერთი სოფლიდან მეორეში გადააქვს ტივით მზე ამოსულა ყანიდან და,-ცის ჭრილში ძვრება.
გამშრალ სიმინდის და კვამლის სუნი აუდის სოფელს. არწივი ღრუბელს ნისკარტს გაკრავს,-ნესტიანდება... შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ, გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!
ანი მატისი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ანი მატისის პოეზია არ მიყვარს, მაგრამ ადრესატია ძაან მაგარი კაცი და პოეტი. ადრესატს: 5555555555555555 ანი მატისის პოეზია არ მიყვარს, მაგრამ ადრესატია ძაან მაგარი კაცი და პოეტი. ადრესატს: 5555555555555555
5. მეგონა "პოეზიაში" იდო. მეგონა "პოეზიაში" იდო.
4. ავტორს, ადრესატს და ლექსს ++ ავტორს, ადრესატს და ლექსს ++
3. მიყვარხართ მეგობრებო... მიყვარხართ მეგობრებო...
1. რა კარგი მიძღვნაა...
შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ, გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!-რა კარგადაა დანახული აქ ხასიათი.
რა კარგი მიძღვნაა...
შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ, გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!-რა კარგადაა დანახული აქ ხასიათი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|