(ფიქრიას) შემთხვევის შემდეგ, ფორიაქა შემთხვევის შემდეგ- გულაღმა ვწევარ მინდორზე და ველოდები ორასმა მზემ გადაიაროს ჩემს სახეზე და გაიყოლოს ჩუმი ჩრდილები. ორასი მთვარე დამადგეს თავზე, მის სინათლეს ჩემს სხეულზე ჭამდნენ ჩრჩილები; და სილუეტის ამოჭმული ადგილებიდან ამოხეთქვს მწვანე სიბნელე. ორასი დღის და ღამის შემდეგ ახელილი ჩემი თვალები უსათუოდ ემსგავსება ოთხწამინი მეხსიერების მქონე წყალდაგუბულ და მდუმარე ოქროსფერ თევზებს- უსურვილოს, ნატვრის ვერამხდენს.
ორასი დღის და ღამის შემდეგ, როცა, ვიგრძნობ როგორ ამოიზრდება ჩემი თითებიდან სიცოცხლე, გამოივლის კიდურებს, წვივებს, დაგუბდება მუხლის სახსრებში, ახალი ჭავლი მოაღწევს მუცელს- მორევივით დატრიალდება, შემოეხვევა ლავიწის ძვლებს. როცა, ჩემი გახშირებული სუნთქვა, პირიქით, ჟანგბადით გაამდიდრებს ჰაერს,- როცა, ყინულის კუბებში გამომწყვდეულ თევზებს (ჩემს თვალებს) - სივრცე გაუწყალდებათ. მაშინ, დადგება დრო, ამ შემთხვევას, ამ ფორიაქა შემთხვევას მივცე ჰორიზონტს იქით მოსასროლი ქვის ფორმა.. და ...მოვისროლო.
ხოლო, სამყაროს მეორე მხარეს,ან, სულაც, სხვა პლანეტაზე დაცემულ ამ ქვას ექნება გამანდგურებელი სიმძლავრე. რასაც მოჰყვება ნგრევა. ლანდშაფტების და კლიმატის ცვლა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც ემსგავსება წარღვნას. .... შენ, ალბათ, მაშინაც იფიქრებ რომ ბევრი არაფერი დაგიშავებია, იმით, რაც მე შემამთხვიე.
ორასი დღის და ღამის შემდეგ, როცა, ვიგრძნობ როგორ ამოიზრდება ჩემი თითებიდან სიცოცხლე, გამოივლის კიდურებს, წვივებს, დაგუბდება მუხლის სახსრებში, ახალი ჭავლი მოაღწევს მუცელს- მორევივით დატრიალდება, შემოეხვევა ლავიწის ძვლებს.
+5 ეს ადგილი გამორჩეულად მომეწონა.
ორასი დღის და ღამის შემდეგ, როცა, ვიგრძნობ როგორ ამოიზრდება ჩემი თითებიდან სიცოცხლე, გამოივლის კიდურებს, წვივებს, დაგუბდება მუხლის სახსრებში, ახალი ჭავლი მოაღწევს მუცელს- მორევივით დატრიალდება, შემოეხვევა ლავიწის ძვლებს.
ხოლო, სამყაროს მეორე მხარეს,ან, სულაც, სხვა პლანეტაზე დაცემულ ამ ქვას ექნება გამანდგურებელი სიმძლავრე. რასაც მოჰყვება ნგრევა. ლანდშაფტების და კლიმატის ცვლა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც ემსგავსება წარღვნას. .... შენ, ალბათ, მაშინაც იფიქრებ რომ ბევრი არაფერი დაგიშავებია, იმით, რაც შემამთხვიე.
<3