ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
10 ივლისი, 2014


სველი მზე

სველი მზე

მზე ზღვაში ჭყუმპალაობს,
თან ნელნელა ბინდდება,
თაკარა მზე,ცივ ზღვაში,
ნეტავ არ გაცივდება?!
ვერ მოასწრებს გაშრობას,
თანაც უკვე აგრილდა,
ხვალ დილით, რომ ამოვა,
ჩვენ სველი მზე რად გვინდა?!
ტიტინებდა მარიკა,
ეგრეაო, ჰფიცავდა,
გურამიკოს წინაშე,
თან კიკინებს იწნავდა.
გურომ რა უპასუხოს?
გაუფუჭდა გუნება,
ბოლოს უთხრა დაიკოს:
-ასეთია ბუნება.
ღრუბელი იმ ზღვის წვეთებს,
შეაწებებს გუნდებად
და ზღვას ხანაც წვიმად და
ხან ფიფქად უბრუნდება.
უცებ ჭრელი კენჭები,
ტალღამ გაახაჭუნა,
მზემ კი ბავშვებს, ჩასვლისას,
თვალი ჩაუპაჭუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები