ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურ გაბუნია
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2014


წერილი

მე და შენ მუდამ ერთი გვქონდა ეზო, ალაგი,
როგორც ჩვენს მამებს _  ბავშვობა და ერთი კერია.
შენ ნანადირევს მაგიდაზე როცა ალაგებ
ახლაც ჩაგვესმის ძაღლის ყეფა, ალბათ, რეია.

აბა რა გითხრა, რამხელაა ეს ჩვენი შუკა,
ან ეს ნაძვები, ეზოს ზაფხულს როგორ უგრილებს
ჩრდილით, ან როგორ მენატრება თხილნარის უკან
მდინარე, ანდა ქუჩის თავთან ძველი ,,წყურგილე”.

სასაცილოა, სამდურავი არ გვქონდეს დროსთან,
რომ თბილისიდან სახლში წასვლის შანსებს ვაფასებთ.
დეკემბერია, თოვლი, თითქოს ზამთარი ფოსტით
გვიგზავნის კადრებს, როგორ დადო ჩვენთან, დაფნაზე,

გზებზე, კარებთან, სტუმარი რომ აღებს ნიადაგ,
ეგებებიან ღვინით სავსე დოქით მაშინვე.
ჩვენ კი სტუმრობაც რახანია დაგვაგვიანდა,
სხვას რა აზრი აქვს, ალბათ, ძმაო, ესეც ვაშინერს.

ჩვენ წამოვედით _ ბებოს სურდა სახე ჰქონოდა
მხიარული და გთხოვ, ჩავიდეთ დათქმულზე ადრე
და როცა ხმები გაგვაწვალებს სახელოსნოდან,
მოდი, ერთმანეთს ვეთამაშოთ ბაბუის ნარდი.

მერე ბიჭები (სულ ერთი აქვთ მუდან ტაქტიკა)
მოგადგებიან (სიხარულად მხოლოდ ეს გყოფნის)
და ფიქრობ, თურმე სამეგობროს როგორ აკლიხარ,
როცა თქვენი ხმა მთელი ღამე აფხიზლებს სოფელს.

როგორც სახლისთვის მიდებული სუსტი ხარაჩო,
ჩვენი შინ მისვლა მთავარია და დროებითი.
მერე თბილისი. ვუერთდებით სივრცეს დანარჩენს,
შენ _ ქვეყნის მცველად, მე _ სტუდენტად და პოეტივით.

გწერ ახლა ასე თითო-თითოდ და მარცვალ-მარცვალ
არ გაიკვირვო, გიცდი, ძმაო და  ჩაალაგე
ჩანთა და დილით თბილისური ბინების ნაცვლად,
ვნახოთ სოფელი, ჩვენი ოზე, ჩვენი ალაგი.

რეი _ ძაღლის სახელი
წყურგილე _ წყარო (მეგრ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები