დაბრუნება (კატოს)
წამო, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს, სადაც გამითბობს სხეულს გათოშილს სული, რომელიც დავტოვე უწინ დასაბრუნებლად, ახლა კი მზად ვარ! - სხვაგან ცხოვრებას ვერ ვეგუები... შემოვიაროთ ჩემი ქალაქი შენი პატარა ფეხისგულებით. მე დაგანახებ როგორსაც ვხედავ, ბათუმს ჩემსას და ბათუმს ახლანდელს, მზეს ჰორიზონტზე ჩავკიდებთ ხელს და მერე გავყვებით წვიმას სახლამდე. და შიგადაშიგ... და ალაგ-ალაგ... ჩემი სათქმელი შენს სათქმელს ერთვის, მე შენ გაჩუქებ ჩემს ბათუმ-ქალაქს, - ქალაქს, რომელიც სავსეა ღმერთით. ჰოდააა, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს... მე შენ მჭირდები ხელისმომკიდედ სულის, რომელიც დავტოვე უწინ.
ჩემი აპრილი (კატოს)
ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს, მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს, კალენდარში შესწორება შემაქვს ტყუპისცალი ებადება აპრილს. ახლა მზად ვარ უსასრულოდ ვენთო. მისთვის მზად მაქვს ჩითის კაბა ჭრელი, როგორ ცამდე ამამაღლე ღმერთო, მგონი ცამაც აიმაღლა ჭერი. გადმოვყურებ ვარსკვლავების კრებას, ხელისგულზე საკენკივით დაყრილს, სულს ვუბერავ და წარსული ქრება, დედამიწას ვჩუქნი ახალ აპრილს. ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს და სამოთხის კარიც არის ღია, ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ, ცხოვრებას კი ნაკიანი ჰქვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ზაზა-ზღვისპირელო))) მომეწონა +5 ზაზა-ზღვისპირელო))) მომეწონა +5
22. რა ჩასაყლაპი ბავშვი ყოფილხარ, ზაზა?! და როგორ გგავს შენი კატო! რა ჩასაყლაპი ბავშვი ყოფილხარ, ზაზა?! და როგორ გგავს შენი კატო!
21. წამო, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს, სადაც გამითბობს სხეულს გათოშილს სული, რომელიც დავტოვე უწინ დასაბრუნებლად, ახლა კი მზად ვარ! - სხვაგან ცხოვრებას ვერ ვეგუები...
ფეისბუქიდან დამამახსოვრა ამ ლექსმა თავი... გაიხარე, ზაზა! კარგი ადამიანი ხარ შენ! 5 წამო, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს, სადაც გამითბობს სხეულს გათოშილს სული, რომელიც დავტოვე უწინ დასაბრუნებლად, ახლა კი მზად ვარ! - სხვაგან ცხოვრებას ვერ ვეგუები...
ფეისბუქიდან დამამახსოვრა ამ ლექსმა თავი... გაიხარე, ზაზა! კარგი ადამიანი ხარ შენ! 5
20. ზაზა, გენიალური ადამიანი ხარ!!! რა კარგი გოგო გაიზრდება ასეთი მამის ხელში და ასეთი ლექსების ადრესატი !!! :)))) ზაზა, გენიალური ადამიანი ხარ!!! რა კარგი გოგო გაიზრდება ასეთი მამის ხელში და ასეთი ლექსების ადრესატი !!! :))))
19. რა თბილებიააააააააააა.ჩემი კუტვნილი ++. მოკიტხვა ზაზას. ფაცეზე ვნახე მე ეს :). რა თბილებიააააააააააა.ჩემი კუტვნილი ++. მოკიტხვა ზაზას. ფაცეზე ვნახე მე ეს :).
18. ორივე კარგია, სადა, მშვიდი, სასიამოვნო.......5 ორივე კარგია, სადა, მშვიდი, სასიამოვნო.......5
17. როი, საყვედური რა მოსატანია. პირიქით, დიდი მადლობა ივდოსაც და ყველა სტუმარს! :) როი, საყვედური რა მოსატანია. პირიქით, დიდი მადლობა ივდოსაც და ყველა სტუმარს! :)
15. საინტერესოა ის ადამიანები ვინებიცც ბედავენ სხვის კრიტიკას, თავიანთ თვალში რატომ ვერ ამჩნევენ დირეს... მრჩება შთაბეჭდილება რომ მზის სათვალეებით კითხულობენ თავიანთ ლექსებს და +4 აპრავით სხვისას ))
საინტერესოა ის ადამიანები ვინებიცც ბედავენ სხვის კრიტიკას, თავიანთ თვალში რატომ ვერ ამჩნევენ დირეს... მრჩება შთაბეჭდილება რომ მზის სათვალეებით კითხულობენ თავიანთ ლექსებს და +4 აპრავით სხვისას ))
14. ძალიან, ძალიან ლამაზი, საყვარელი და სასიამოვნო ლექსია! ღვთის წყალობაა, ნამდვილად ღვთის წყალობა!
ძალიან გავიხარე.
ძალიან, ძალიან ლამაზი, საყვარელი და სასიამოვნო ლექსია! ღვთის წყალობაა, ნამდვილად ღვთის წყალობა!
ძალიან გავიხარე.
13. ჩვენი პატარა გოგო :*
მამიკოს როგორ ლექსებს აწერინებს.. ჯერ დაბადებულიც არ იყო-რომ დააწერინა და აწი და აწი ვნახავთ კიდევ ბევრს, ვიცი.
გენერალ. :* ჩვენი პატარა გოგო :*
მამიკოს როგორ ლექსებს აწერინებს.. ჯერ დაბადებულიც არ იყო-რომ დააწერინა და აწი და აწი ვნახავთ კიდევ ბევრს, ვიცი.
გენერალ. :*
12. ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ...
5 :-* ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ...
5 :-*
10. ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს, მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს, კალენდარში შესწორება შემაქვს ტყუპისცალი ებადება აპრილს.
+5 ძალიან კარგია. მოკითხვა ზაზა. ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს, მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს, კალენდარში შესწორება შემაქვს ტყუპისცალი ებადება აპრილს.
+5 ძალიან კარგია. მოკითხვა ზაზა.
8. საოცარი ლექსებია და საოცარი მიგნებები, თუნდაც ... '' წამო, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს,.. ” ამ დროს ცაზე ცისარტყელა ჩნდება... გადასარევ ლექსებია, იამაყოს კატომ, კარგი მამა ჰყავს :) საოცარი ლექსებია და საოცარი მიგნებები, თუნდაც ... `` წამო, წავიდეთ მამა ბათუმში, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს,.. ” ამ დროს ცაზე ცისარტყელა ჩნდება... გადასარევ ლექსებია, იამაყოს კატომ, კარგი მამა ჰყავს :)
7. მართლაც მშვენიერია. :) მართლაც მშვენიერია. :)
6. მამიკოს ლექსები კატოს :)
"მზეს ჰორიზონტზე ჩავკიდებთ ხელს და მერე გავყვებით წვიმას სახლამდე."- ბათუმში შეიძლება ეს, ასე!
ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსები იყო.
მამიკოს ლექსები კატოს :)
"მზეს ჰორიზონტზე ჩავკიდებთ ხელს და მერე გავყვებით წვიმას სახლამდე."- ბათუმში შეიძლება ეს, ასე!
ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსები იყო.
5. მშვენიერია. ორივე. )
ივდო, ,, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს...” ცოტა ხნით მაინც თუ იცხოვრებ ბათუმში, აუცილებლად გაიგებ. )
ისე ,მაგ მოვლენას ბებიაჩემის ენაზე ,,ტურაქორწილა,, ერქვა. )
მშვენიერია. ორივე. )
ივდო, ,, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს...” ცოტა ხნით მაინც თუ იცხოვრებ ბათუმში, აუცილებლად გაიგებ. )
ისე ,მაგ მოვლენას ბებიაჩემის ენაზე ,,ტურაქორწილა,, ერქვა. )
4. მშვენიერი ლექსები უფრო მშვენიერი ქალბატონისთვის :) :-* მომიკითხეთ პატარა კატო, დავუკოცნე ცაცუნები მეეეე.... :) :-* მშვენიერი ლექსები უფრო მშვენიერი ქალბატონისთვის :) :-* მომიკითხეთ პატარა კატო, დავუკოცნე ცაცუნები მეეეე.... :) :-*
3. + 5 უთბილესი ლექსია <3 + 5 უთბილესი ლექსია <3
2. ,, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს...” ეს საერთოდ ვერ გავიგე.ლოგიკურად არ არის სწორი.ვერც სიმბოლისტურ აზროვნებას მივაკუთვნე.ლექსი არ გამოირჩევა რითმით ან განსაკუთრებული მიგნებებით.არც მეტაფორითაა მდიდარი,თქვენ ალბათ,მთელი ემოციით დაწერეთ ეს ლექსი,მაგრამ სამწუხაროდ,ჩემამდე ვერ მოიტანა ემოცია.არაგულწრფელი,ნაძალადევი ლექსის შთაბეჭდილება დატოვა.თქვენი ნაწარმოები ,,4 ანდერძი",რომელიც რატომღაც იუმორისტულში გამოაქვეყნეთ,უფრო დიდი პოეზიაა ჩემთვის ვიდრე ეს. ვწუხვარ,რომ ვერ მოვიწონე... :/
,, სადაც სულ მზეა და სადაც სულ წვიმს...” ეს საერთოდ ვერ გავიგე.ლოგიკურად არ არის სწორი.ვერც სიმბოლისტურ აზროვნებას მივაკუთვნე.ლექსი არ გამოირჩევა რითმით ან განსაკუთრებული მიგნებებით.არც მეტაფორითაა მდიდარი,თქვენ ალბათ,მთელი ემოციით დაწერეთ ეს ლექსი,მაგრამ სამწუხაროდ,ჩემამდე ვერ მოიტანა ემოცია.არაგულწრფელი,ნაძალადევი ლექსის შთაბეჭდილება დატოვა.თქვენი ნაწარმოები ,,4 ანდერძი",რომელიც რატომღაც იუმორისტულში გამოაქვეყნეთ,უფრო დიდი პოეზიაა ჩემთვის ვიდრე ეს. ვწუხვარ,რომ ვერ მოვიწონე... :/
1. 5 და მოკითხვა. ;) 5 და მოკითხვა. ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|