გრილი "ჩაქუხას" ხმაურში, კალამს ლექსები სწყურია, მის ხმოვან აურ-ზაურში, გულში მიხუტებს გურია.
ჩემი მგონია სამყარო, გავშალო მინდა ორივ ფრთა, შემოვიფრინო ბახმარო და მადლიანი გომისმთა...
და თუ ფრთები ვერ მოვირგე, ციდან თუ ვერ ვენაცვალე, მაშინ "ფეხშველა" მოვირბენ, ბახვს, ვაკიჯვარს და ფამფალეთს.
"ადესას" შენახუმრები, იქით ვუღიმი ძმებო ბედს, შენობით ვესაუბრები მწვანეში ჩაფლულ "შემოქმედს".
ლექსს მადლიანი ვამთავრებ, მკვირცხლი, ხალასი, გულღია, დარდებს ვაყოლებ ნატანებს, შავ ზღვასაც კი წაუღია!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. განწყობა მომეწონა. ლექსს + 2 განწყობა მომეწონა. ლექსს + 2
6. ოდა გურიას კარგია ოდა გურიას კარგია
5. ანი, თამარ, გმადლობთ! :* ირმა, განსაკუთრებით შენ გმადლობ, ყოველთვის კორექტული და პოზიტიური რომ ხარ, გაიხარე! ანი, თამარ, გმადლობთ! :* ირმა, განსაკუთრებით შენ გმადლობ, ყოველთვის კორექტული და პოზიტიური რომ ხარ, გაიხარე!
4. ბერი 18 -ის ლექსებს ჰგავს, გურია ასეთს არ იმსახურებს...
გურული ვარ მე.
ბერი 18 -ის ლექსებს ჰგავს, გურია ასეთს არ იმსახურებს...
გურული ვარ მე.
3. მაგარია გურია! ბახმარო მენატრება, ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. ბახვი ჩემი სოფელია, ჩემი ტკბილი დედულეთი, ნახევარზე მეტი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული, ძალიან მშობლიურია. ფამფალეთიდან ბახვში გამოთხოვდა ბებიაჩემი და ფამფალეთსაც კარგად ვიცნობ, ვაკიჯვარშიც ვარ ნამყოფი. <3 მადლობა ირაკლი, რომ მშვენიერ გურიას ლექსი მიუძღვენი. მაგარია გურია! ბახმარო მენატრება, ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. ბახვი ჩემი სოფელია, ჩემი ტკბილი დედულეთი, ნახევარზე მეტი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული, ძალიან მშობლიურია. ფამფალეთიდან ბახვში გამოთხოვდა ბებიაჩემი და ფამფალეთსაც კარგად ვიცნობ, ვაკიჯვარშიც ვარ ნამყოფი. <3 მადლობა ირაკლი, რომ მშვენიერ გურიას ლექსი მიუძღვენი.
2. გურული ხარ კაცო შეენ? :)
გურულებივით ლექსია- " მკვირცხლი, ხალასი, გულღია" :)
სოფლების სახელები ბრჭყალებში არ უნდა.
გურული ხარ კაცო შეენ? :)
გურულებივით ლექსია- " მკვირცხლი, ხალასი, გულღია" :)
სოფლების სახელები ბრჭყალებში არ უნდა.
1. ძალიან ძალიან კარგი წასაკითხია, ირაკლი :* ძალიან ძალიან კარგი წასაკითხია, ირაკლი :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|