ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2014


### (ქალაქში წვიმაა)

ქალაქში წვიმაა და
ამ შენს სიმორცხვეს,
მხოლოდღა სისველე წაშლის და გარეცხავს.
შენ ახლა ჩემს გარდა,
ამინდსაც იმონებ.
მასწავლი ღიმილში ცხოვრების წაკითხვას.

ქალაქში ღამეა და
ამ შენს სიმკრთალეს,
მხოლოდღა სიბნელე წაშლის და დაფარავს.
სახეზე ცეცხლი და
თვალებში სინათლე,
ანთია, როგორაც ღამეში სოფელი.

ქალაქში ზეცაა და
ამ შენს მონოლოგს,
მხოლოდღა ქუჩამდე დასული ღრუბლები.
ისმენენ და მერე
ყვებიან რომ გოგო,
(ანუ შენ) ამ ქალაქს უნაკლოდ უხდები.

ქალაქში ქალაქი
ცხოვრობს და ესაა ,
რაც ღამეს უნდოდა ეთქვა და გაენდო
და თუმცა ამდენმა
სიშორემ შემშალა,
ქალაქში ქალაქი მაინც გვაქვს საერთო.

/ძვირფას მეგობარს - ნანოს/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს