ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუუსკა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2014


*სასმელი*

ღამეა.
გვიანია.
ქუჩაში ხმაურია..
ქარი ჩამდგარია..
მეხუთე სართულამდე გარკვევით ისმის ეზოში ''ოდნავ'' ნასვამი მამაკაცების ხმა.. საუბარია პატარა ძმობაზე, გულრწფელ დედის ფიცებაზე და ერთმანეთის პატივისცემაზე.. ცხოვრებას აგინებენ, მერე იცინიან და ამ სიცილის მიზეზს კითხულობენ.. 
ცივ საწოლში ნელა შევაცურე ფეხები და იმის იმედით რომ მალე დავიძინებდი  მცდარი აღმოჩნდა.. )))
თუმცაღა ისე გამიტაცა მათი საუბრის "ამოკრული" სიტყვების მოსმენამ თვალი ვეღარ მოვხუჭე ...
ყოველ წუთს ემშვიდობებიან ერთმანეთს და მაინც ისევ ერთად არიან .. ბოლოს რომელიღაცამ ამოიგმინა - ღმერთო როგორ მიჭირს ახლა თქვენი დათმობა_ო.. (თან ლამაზი, ლაზათიანად შემკული გინებაც ჩააქსოვა ) 
სასმელმა მათში გრძნობები გაამძაფრა და გამოხატვის უნარი მისცა.. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი ... ალბათ ცუდი,მხოლოდ დალევის შემდეგ არ უნდა ახდენდნენ თავიანთი გრძნობების რეალიზაციას ... ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ვცდილობ არ დავემსგავსო იმ ადამიანებს რომელთაც სიფხიზლეში უჭირთ სიყვარულის გამოხატვა.. !


24.04.2013.
02:21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები