 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2014 |
ღამის სიჩუმეს ჭრიჭინების აფრთხობს ჭრიჭინი, ციცინათელა ვერ ერევა ბნელეთს ავაზაკს, ახლა ლოგინზე მივეგდები, მწიფე გირჩივით, და ფიქრით ისევ შენთან მოვალ ალბათ, -ანაზდად.
მომეგებება შორიდანვე შენი ფანჯარა, დაიმორცხვებს და გადადგება მთვარე სახლს უკან, ამიყეფდება შენი მურაც, ვიცი მაგრამ რა?! რომც არ გეძინოს, არ ისურვებ ისევ წარსულთან
შეხვედრასა და -არ გამოხვალ არც აივანზე, არც გამომხედავ, ვითომ ჩუმად ლურჯი ფარდიდან, მე ტროტუარზე ვიდგები და ისევ ვინატრებ, რომ ფარდის უკან ჩრდილად მაინც გნახო. -არ მინდა
ოდესმე ისევ მოვიდე და შენს ფანჯარასთან, ვინმე სხვა დამხვდეს, გიტარით ან ცეცხლის გულებით, გთხოვ, პატიების მცირე იმედს, ბევრი არ მინდა, არ დაემუქრო ამ სიყვარულს, -განადგურებით.
14.07.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გმადლობ თანანა რომ დამდე პატივი და წაიკითხე ჩემი ნაჯღაბნი.
ალბათ-ანაზდად-ის გარდა ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ რომ დავწერ, მერე გადასწორება არ შემიძლია და რაცაა ესაა გმადლობ თანანა რომ დამდე პატივი და წაიკითხე ჩემი ნაჯღაბნი.
ალბათ-ანაზდად-ის გარდა ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ რომ დავწერ, მერე გადასწორება არ შემიძლია და რაცაა ესაა
17. სუსტი ლექსია, მარადიული თემის ბანალური შესრულებით, ღარიბი ევფონიური ფონით, მძიმე რიტმით, ზოგიერთი შედარებაც მთლად გამართლებული არ მეჩვენა, მაგ.: "ახლა ლოგინზე მივეგდები, მწიფე გირჩივით"... სარითმო წყვილიც - ჭრიჭინი-გირჩივით -ასევე სუსტია... "და ფიქრით ისევ შენთან მოვალ ალბათ, -ანაზდად."- აქ სიტყვები ალბათ და ანაზდად შინაარსობრივად ერთმანეთს არ ესადაგება, რადგან "ანაზდად" ნიშნავს უეცარს, მყისიერს, წამიერს და ა.შ... მხოლოდ კეთილი სურვილებით! სუსტი ლექსია, მარადიული თემის ბანალური შესრულებით, ღარიბი ევფონიური ფონით, მძიმე რიტმით, ზოგიერთი შედარებაც მთლად გამართლებული არ მეჩვენა, მაგ.: "ახლა ლოგინზე მივეგდები, მწიფე გირჩივით"... სარითმო წყვილიც - ჭრიჭინი-გირჩივით -ასევე სუსტია... "და ფიქრით ისევ შენთან მოვალ ალბათ, -ანაზდად."- აქ სიტყვები ალბათ და ანაზდად შინაარსობრივად ერთმანეთს არ ესადაგება, რადგან "ანაზდად" ნიშნავს უეცარს, მყისიერს, წამიერს და ა.შ... მხოლოდ კეთილი სურვილებით!
16. ნეტა ვისი კლანის. მე არცერთს არ ვიცნობ ნეტა ვისი კლანის. მე არცერთს არ ვიცნობ
15. მე მომეწონა ვახ :P მე მომეწონა ვახ :P
14. არც ისე, მაგრამ გმადლობ არც ისე, მაგრამ გმადლობ
13. ლამაზი ლექსია ეს....5 ლამაზი ლექსია ეს....5
12. გმადლობ დეკანტ.
სულმდაბლობა არ გამაღლებს, შენ და შენისთანებს მოგეძღვნათ სწორედ ახლახანს რომ დავდე ლექსი ჩემი მეორე ნიკით და გადახედე, სარკედ გამოგადგება გმადლობ დეკანტ.
სულმდაბლობა არ გამაღლებს, შენ და შენისთანებს მოგეძღვნათ სწორედ ახლახანს რომ დავდე ლექსი ჩემი მეორე ნიკით და გადახედე, სარკედ გამოგადგება
11. ხო და თუ ხვდები რომ სუსტი ხარ ჯობია წერაში ივარჯიშო აქ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს.... არ გეწყინოს მაგრამ ეგრე ჯობია დამიჯერე ხო და თუ ხვდები რომ სუსტი ხარ ჯობია წერაში ივარჯიშო აქ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს.... არ გეწყინოს მაგრამ ეგრე ჯობია დამიჯერე
10. გმადლობ მუხა გმადლობ მუხა
9. ლურჯი ფარდები..
გიტარა, ფიქრები, იმედი. საინტერესოა.
ლურჯი ფარდები..
გიტარა, ფიქრები, იმედი. საინტერესოა.
8. გმადლობთ, ნონა, ლელა, მარი, თოკი დიდი მადლობა
ოთარ გაიხარე
დეკანტი, გმადლობ რომ წაიკითხე, შეფასებას არგუმენტიც რომ მოყოლოდა კარგი იქნებოდა, ვიცი რომ ლექსს ბევრი პრობლემა აქვს, არ უვარგა კომფიგურაცია, ევფონიკა, გაუმართავი წინადადებებიცაა გრამატიკულად, თუმცა არ მგონია შენ ეგენი შეგემჩნია.
თაათ გაიხარე. ერთი სიტყვით ყველას მადლობა, ვინც დრო გამონახეთ და წაიკითხეთ
ხო მარი, გვიან ღამით შემომეწერა და პირდაპირ დავდე აქ გმადლობთ, ნონა, ლელა, მარი, თოკი დიდი მადლობა
ოთარ გაიხარე
დეკანტი, გმადლობ რომ წაიკითხე, შეფასებას არგუმენტიც რომ მოყოლოდა კარგი იქნებოდა, ვიცი რომ ლექსს ბევრი პრობლემა აქვს, არ უვარგა კომფიგურაცია, ევფონიკა, გაუმართავი წინადადებებიცაა გრამატიკულად, თუმცა არ მგონია შენ ეგენი შეგემჩნია.
თაათ გაიხარე. ერთი სიტყვით ყველას მადლობა, ვინც დრო გამონახეთ და წაიკითხეთ
ხო მარი, გვიან ღამით შემომეწერა და პირდაპირ დავდე აქ
7. მომეგებება შორიდანვე შენი ფანჯარა, დაიმორცხვებს და გადადგება მთვარე სახლს უკან, ამიყეფდება შენი მურაც, ვიცი მაგრამ რა?!
5 მომეგებება შორიდანვე შენი ფანჯარა, დაიმორცხვებს და გადადგება მთვარე სახლს უკან, ამიყეფდება შენი მურაც, ვიცი მაგრამ რა?!
5
5. ეხ...რამდენი ხანია კომენტარი არ დამიტოვებია აქ...მაგრამ ამ ლექსის წაკითხვის მერე თავი ვერ შევიკავე რა ....მაგარი ლექსია ზურა..ემოცია, მხატვრული სახეები, რიტმი(შენებური განსხვავებული) ასევე კარგი რითმებიც....წარმატებები..ამ ლექს კი დღიურში წავიღებ ! + ეხ...რამდენი ხანია კომენტარი არ დამიტოვებია აქ...მაგრამ ამ ლექსის წაკითხვის მერე თავი ვერ შევიკავე რა ....მაგარი ლექსია ზურა..ემოცია, მხატვრული სახეები, რიტმი(შენებური განსხვავებული) ასევე კარგი რითმებიც....წარმატებები..ამ ლექს კი დღიურში წავიღებ ! +
4. მუზა არ მაქვსო და ახლა ღამით დაიწყე წერა? :DDDD წარმატებებები მუზა არ მაქვსო და ახლა ღამით დაიწყე წერა? :DDDD წარმატებებები
3. გთხოვ, პატიების მცირე იმედს, ბევრი არ მინდა, არ დაემუქრო ამ სიყვარულს, -განადგურებით.
:) გთხოვ, პატიების მცირე იმედს, ბევრი არ მინდა, არ დაემუქრო ამ სიყვარულს, -განადგურებით.
:)
2. კარგი ავტორი ხარ... 5 კარგი ავტორი ხარ... 5
1. გთხოვ, პატიების მცირე იმედს, ბევრი არ მინდა, არ დაემუქრო ამ სიყვარულს, -განადგურებით. _ემოციური და ტკივილიანი ლექსია,ცოტა გულგატეხილი კაცის დაწერილსაც ჰგავს,მაგრამ არა ხელჩაქნეულის .
წარმატებები + + გთხოვ, პატიების მცირე იმედს, ბევრი არ მინდა, არ დაემუქრო ამ სიყვარულს, -განადგურებით. _ემოციური და ტკივილიანი ლექსია,ცოტა გულგატეხილი კაცის დაწერილსაც ჰგავს,მაგრამ არა ხელჩაქნეულის .
წარმატებები + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|