ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2014


(მე, გეკითხებით ყველას)

                                                ვუძღვნი  გიორგი ბერიას
                                             
მე, გეკითხებით ყველას:
გინახავთ ოდესმე ღმერთი?
მე, დღეს ვნახე…
**********************************
სასიამოვნო იყო კილომეტრები,
რომელიც ფეხით გავიარეთ
მე და ჩემმა მეგობარმა...
კილომეტრები,
რომელიც ჩამოვიტოვეთ...
და ამ კილომეტრების მანძილზე
ვსაუბრობდით სიკეთეზე,
რომ გვინდა გავაკეთოთ რამე კარგი...
„არაფერი ხდება შემთხვევით...“ –
- ამ სიტყვებით დავშორდით ერთმანეთს.
ის თავის სახლში წავიდა,
თავის ქუჩას აუყვა,
მე, ჩემ წილ - ქუჩას...
და პირველივე სადარბაზოსთან
შემხვდა მოხუცი ქალი,
სათნო სახით,
წელში მოხრილი,
ორი ჩანთა ეჭირა
და აშკარად სჭირდებოდა მიხმარება...
თხოვნამ არ დააყოვნა,
მისმა სიტყვებმა ასე გაიჟღერა:
„დამეხმარე ბებია“.
პასუხი:
ახლავე ბებო...
ჩვენ ავიარეთ ოთხი სართული,
ბებია ერთი სართულით დაბლა მომსდევდა,
მოღიმარი სახით,
მადლობით,
დალოცვით...
მე, რა თქმა უნდა ბედნიერად ვგრძნობდი თავს...
და როცა მივედით მის ბინასთან,
საბოლოოდ გადამიხადა მადლობა,
გამაჩერა
და ჩანთიდან ქაღალდში გახვეული
ტკბილეული მომაწოდა,
თავიდან ვიუარე,
თვითონ აღარ რჩებოდა საერთოდ
და ვკითხე -
-მერე თქვენ ბებო?
-მე, კიდო მაქვს ბებია...
დამაჯერებლად მითხრა,
უარი ვერ ვთქვი...
ეტყობდა დაბლა ყიდდა ტკბილეულს
და რაც ვერ გაყიდა,
მე, მაჩუქა...
მე, ბედნიერი ვიყავი,
რადგან დავეხმარე ადამიანს,
კეთილ ბებიას...
რა დამავიწყებს მის სახეს,
ჭაღარა თმას,
მოხრილ წელს,
დალოცვას,
მადლობას,
მის ტკბილეულს...
არასდროს
მქონია ასეთი სასიამოვნო განცდა,
როგორც იმ ტკბილეულის ჭამის დროს...

შემთხვევით არაფერი ხდება...
მხოლოდ ამას ვატრიალებდი გონებაში...

კი, მაგრამ
თქვენ გინახავთ ღმერთი?

მარჯანიშვილზე
ყველა მოღიმარი სახით სეირნობს,
ასე თუ ისე ბედნიერად გრძნობენ თავს,
ტურისთებით სავსეა იქაურობა
და არა მხოლოდ...
მეც ამ ბედნიერების მონაწილე ვიყავი იმ დღეს,
როცა ღმერთმა მომიხმო
შემდეგი სიტყვებით:
„დამეხმარე ბებია“
და დავინახე
ჩემსკენ გამოწვდილი ხელი...
და იქ იყო
ის ღიმილი,
თხოვნა,
მოხრილი წელი,
ჭაღარა თმა,
სათნო ღიმილი,
კიბე,
ჩანთა,
ბოლო სართული,
დალოცვა,
ტკბილეული,
რომელსაც კი არ ყიდდა,
შეგროვებული გროშებით ყიდულობდა თურმე,
რომელიც სულ მე მომცა,
რომელიც ხარბად შევჭამე...

იქ იყო ღმერთი
რომელსაც კი არ დავეხმარე,
- დამეხმარა...

„არაფერი ხდება შემთხვევით...“

მაგრამ თქვენ გინახავთ ღმერთი?
არა,
დამიჯერეთ,
არა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები