ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2014


###(ქარიც კი ცვდება...)

ქარიც კი ცვდება და სადღაც მაინც,
შეწყდება ისე, როგორც წყდებიან,
ხოლმე ეგ თმები რიჟრაჟზე ბალიშს
და ზოგჯერ ქარსაც ევედრებიან,
რომ დაუბეროს რადგან გემები,
ამოწყვეტილი, ვით ქალაქები,
გაჩერებულან როგორც ხელები,
ზღვაში გათხრილი საფლავებივით.
და ხდება ასეც, როდესაც ქარი,
უბრალოდ დგას და უბრალოდ არ ქრის.
აი ასეთი, როგორიც არის,
ახლა უშენოდ, ეს ჩემი სახლი.
მივდივარ მაინც, ყოველთვის შინ და
როგორც მებადურს ცარიელ ნავის,
ამ კუნძულიდან გაქცევა მინდა
ქარი, რომ ცვდება, იქ, სადღაც, მაინც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს