ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2014


== ზ ო დ ი ა ქ ო ს ი ==

მე ყოველ დილით, რადიოში ვუსმენ
პროგნოზს
და მეცინება,
ქაოსური სიზუსტით ხდება
ჰოროსკოპის ყოველი წინთქმა.
ზუსტი გუმანით ამოიცნეს ვარსკვლავებმა
და მნათობებმა,
რომ გუშინაც არ მოვკვდებოდი.
რომ დღესაცა ვარ.
ხვალაც სიცოცხლე მემუქრება.
მინდა ვუთხრა, რომ აზრი არ აქვს მათ მონდომებას,
იტრიალონ... და შევიდნენ ვიღაცის ეტლში,
ან, სხვა ნიშნის სახლში მივიდნენ.
არა აქვს აზრი.
რადგან ვუცდი მე სწორედ იმ დღეს, როდესაც
ჩავრთავ რადიოს და სიხშირეს დავუწყებ  ძებნას
და შიშინის მეტს სულ ვერაფერს ვეღარ გავიგებ.

უმაგათოდაც ამიხდება სიკვდილი იმ დღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები