 | ავტორი: დავით მოსეშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ივლისი, 2014 |
შენს აივნიდან ჩემო ძვირფასო,გაგასეირნებ ღრუბლებში და მაგ ლამაზი თეთრი თითებით დაგათვლევინებ რიკულებს, ოღონდ მომეცი,ოღონდ მომეცი,შენი ფერების უფლება, სანამ ცის კიდეს შემოვივლიდეთ,სანამ თვალებში მიყურებ.
შენ კი მიდიხარ აღმოსავლეთით,მზესთან შეხვედრა გწადია, მოვალ და ჩემი ვერცხლის რაშებით ჩვენს ოცნებებში გავივლით, ჩვენი სულები ხელჩაჭდობილნი,ღმერთებამდე რომ ადიან, შენი კერტების მწიფე კოკრები გაზაფხულებად ყვავილობს.
ღრუბლის ფთილები შემოსჭდობიან კენწეროებს და ალუჩებს, ელვა ძარღვებთან,ელვა ძარღვებზე,ელვა ძარღვებში დამიდის, ჩვენს წარმოსახვას,როგორც სამყაროს,ხედავ? საზღვრები არ უჩანს და წვიმს სიგიჟე და ჩვენს გარშემო დგას სიყვარულის ამინდი.
მე ვილუმპები,შენ ილუმპები,ვეძებთ წვიმების სათავეს, ყველა უჯრედზე გარს გვევლებიან ელვა,ქარი და ღრუბლები, წვიმს. შენს თვალებში კვლავ მზე ამომყავს მომღიმარი და ცხრათვალა და საზღვრებს ვლახავთ ათას სიგიჟით და ასმაგ თავისუფლებით...
შენს აივნიდან ჩემო ძვირფასო,გაგასეირნებ ღრუბლებში, შენი თითებით, თეთრი თითებით დაგათვლევინებ რიკულებს, ოღონდ მომეცი,ოღონდ მომეცი შენი ფერების უფლება, სანამ ცის კიდეს შემოვივლიდეთ,სანამ თვალებში მიყურებ.
დმ.18.07.2014წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგია :) +++++ კარგია :) +++++
8. წვიმს. შენს თვალებში კვლავ მზე ამომყავს მომღიმარი და ცხრათვალა
წვიმს. შენს თვალებში კვლავ მზე ამომყავს მომღიმარი და ცხრათვალა
7. მოსაფერებელი ლექსი! მოსაფერებელი ლექსი!
6. ასე მარტო შენ წერ, დათ. :) ასე მარტო შენ წერ, დათ. :)
4. ფორმაში ხარ დავით : ) მოგიკითხე. ფორმაში ხარ დავით : ) მოგიკითხე.
3. ლამაზია...:) ლამაზია...:)
1. ეს ლექსი ფეისბუქზე წავიკითხე...
დაათ, რატომ "სხვაში"?
მაგრამ ერთი შენიშვნა მექნება:
"შენს აივნიდან ჩემო ძვირფასო,გაგასეირნებ ღრუბლებში,">>>>> შენი აივნიდან... მაგრამ შენს აივანზე....
დაათ, მაგას მოუხერხე რამე... :)
ეს ლექსი ფეისბუქზე წავიკითხე...
დაათ, რატომ "სხვაში"?
მაგრამ ერთი შენიშვნა მექნება:
"შენს აივნიდან ჩემო ძვირფასო,გაგასეირნებ ღრუბლებში,">>>>> შენი აივნიდან... მაგრამ შენს აივანზე....
დაათ, მაგას მოუხერხე რამე... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|