 | ავტორი: ვიკუნა ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2014 |
ულექსობა სახმილივით შემეყრა რა ხანია. ახალია ეს სიშმაგე შემრისხველი? შენი მხევლით ვარსკვლავებიც ბრუვდებიან, შავ საბანქვეშ ჭმუნვარებაშეყრილები. გავიძარცვე... შენ გარეშე დავიბენი, მორცხვი გედი მზეს და მთვარეს არჩევს ძლივსღა, ისღა მრჩება შენს ბილიკზე გავჩერდე და ლამპიონად გადავიქცე ოცნებისგან. ფიქრებს უფრო ამიჩქარებს სწრაფი წყალი, შენი სივრცე დარჩენილი ფანჯრის მიღმა. ვმადლობ იღბალს, რომ მარგუნა შენი პოვნა, შენი ხილვა რომ მარგუნა, ვმადლობ იღბალს. განშორებამ დამიშანთა შთაგონება, გაგონება აღარ მინდა მოლოდინის, მხოლოდ დილით შემიძლია გაღიმება, საუბარიც შემიძია მხოლოდ დილით. სიზმრებისგან ვარ გონებაარეული, გარეული სიხარულით ვიბადრები, ბინადრები შემეჩვია დუმილის და მირაჟისგან ხელმეორედ ვიბადები. დავისიზმრე მონატრების ირონია, მზით მოდიან ყვავილები დაღლილები, ზღვა ღილებით გაათეთრა წარმოსახვამ, სველ სილაზე გამოსახა მარხილები. ულექსობა სახმილივით შემეყარა, წინ მიყრია ათასფერი ყვავილები,მერე ფიქრში მზე რომ მთვარეს გაეყარა,დავიფიცე,რომ დუმილით დავიღლები. ფანტაზია ანაწევრებს შთაგონებას, ფანტავს სიას შეყვარებულ სახელების,გახელებით მომეწყურა შენთან ყოფნა,კარს მომადგა მუზებივით მნახველები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მაპატიეთ, რამდენი შეცდომა დამიშვია ბეჭვდვაში მაპატიეთ, რამდენი შეცდომა დამიშვია ბეჭვდვაში
12. კლავიატურას მიაქციეთ ყურადღება. წარმატებები.
კლავიატურას მიაქციეთ ყურადღება. წარმატებები.
11. ცჰემს ნაწარმოებს რატომ არ კითხულობთ ცჰემს ნაწარმოებს რატომ არ კითხულობთ
10. მადლობა, რომ წაიკითხეთ. მადლობა, რომ წაიკითხეთ.
9. წარმატებები. წარმატებები.
8. სამყაროს მიღმავ,ქულები ნაკლებად მაინტერესებს, ალბათ სხვაში უნდა დამედო,ეგ ლექი არ არის, დანარცენს სხვა ნაწარმოებით გიპასუხებ სამყაროს მიღმავ,ქულები ნაკლებად მაინტერესებს, ალბათ სხვაში უნდა დამედო,ეგ ლექი არ არის, დანარცენს სხვა ნაწარმოებით გიპასუხებ
7. რავი ეს ნაწერის ისეთივე უნცაური როგორც მისი ფორმა :) ბევრჯენ ნათქვამი სათქმელია გადამღერებული
რავი არა მგონია ესეთი ფორმით ლექსის გამოქვყენება რამე ორიგინალური ხერხი იყოს :)
ალბათ 3 დავუწერდი :)
თუმცა მისი ფორმის გამო შეუფასებლათ ვტოვებ
რავი ეს ნაწერის ისეთივე უნცაური როგორც მისი ფორმა :) ბევრჯენ ნათქვამი სათქმელია გადამღერებული
რავი არა მგონია ესეთი ფორმით ლექსის გამოქვყენება რამე ორიგინალური ხერხი იყოს :)
ალბათ 3 დავუწერდი :)
თუმცა მისი ფორმის გამო შეუფასებლათ ვტოვებ
6. მადლობა, პროლექსია. მადლობა, პროლექსია.
5. ვერ გავიგე ეს ლექსი არის თუ არა? ფორმა ლექსის არ არი... ისე ცუდი არააა +++ ვერ გავიგე ეს ლექსი არის თუ არა? ფორმა ლექსის არ არი... ისე ცუდი არააა +++
3. ეს პროლექსია, არც ლრქსია და არც პროზა, სადღაც შუა. ისე ამ საიტის წევრების აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ეს პროლექსია, არც ლრქსია და არც პროზა, სადღაც შუა. ისე ამ საიტის წევრების აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით
2. ლექსის ფორმით არ მინდა. მადლობა. ლექსის ფორმით არ მინდა. მადლობა.
1. როგორც ჩანს ახალი ხარ. კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ უცნაურ განზომილებაში :) რაც შეეხება შენს ნაწერს ლექსის ფორმა მიეცი. გაასწორე. როგორც ჩანს ახალი ხარ. კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ უცნაურ განზომილებაში :) რაც შეეხება შენს ნაწერს ლექსის ფორმა მიეცი. გაასწორე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|