დაღლილობა მოვიმიზეზე, შუა ქუჩაში მომინდა წამოწოლა, მზე ორად გავყავი, ერთი ხეზე ჩამოვიკიდე, მეორე თავქვეშ ამოვიდე. ჩამეძინა. სიზმარში ვნახე_ხიდზე მედუზა მიცოცავდა, მხარზე გაედო ჩემი ფილტვები შენში ნასუნთქი, მკლავებზე მთელი თვე ეკიდა ბოლო ზაფხულის და ნახევარი მზე, ხეზე რომელიც ჩამოვკიდე, მიელაქუცა და აუბრჭყვიალდა თითზე ალმასად. მე არ ვიცოდი სიზმარშიაც თუ არსებობდი, ქუჩაში ძილში სანახევროდ დავბერებულვარ, მედუზა ხიდზე გადავიდა, ვეღარ დავლანდე, შეშინებულმა გავიღვიძე, დაკარგვის შიშით, მზეს ერთი ბოლო მივახორცე ისევ თავისას, თხელი ორთქლივით შევერცხლოდა თმა საფეთქელზე, წლები გასულან ჩემს ძილქუშში, ფეხზე წამოვხტი, ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას ხიდისკენ, სადმე ეგება დავეწიო მცოცავ მედუზას. ჩემი ფილტვები რომ ჰკიდია ხურჯინად მხარზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დასაწყისი კარგი იყო, ბოლოს ცოტა წაილექსა. დასაწყისი კარგი იყო, ბოლოს ცოტა წაილექსა.
5. "ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას ხიდისკენ, სადმე ეგება დავეწიო მცოცავ მედუზას."
მცოცავ მედუზას ადვილი რომ დაეწიო, საქმე ისაა, რომ დროულად შენს გზას ეწიო...:DDDD
წარმატებები . ლექსი მომეწონა "ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას ხიდისკენ, სადმე ეგება დავეწიო მცოცავ მედუზას."
მცოცავ მედუზას ადვილი რომ დაეწიო, საქმე ისაა, რომ დროულად შენს გზას ეწიო...:DDDD
წარმატებები . ლექსი მომეწონა
4. საინტერესოა... კეთილი იყოს შენი ლექსი აქ. :)
საინტერესოა... კეთილი იყოს შენი ლექსი აქ. :)
3. რიტმი ხალხო ..რიტმულობა და აკლია სამწუხაროდ ..წარმატებები ....ცოტა ხელის სევლება უნდა ..წარმატებები + რიტმი ხალხო ..რიტმულობა და აკლია სამწუხაროდ ..წარმატებები ....ცოტა ხელის სევლება უნდა ..წარმატებები +
2. სიზმარს ეპატიება... :) სიზმარს ეპატიება... :)
1. 5 და წარმატებები. ;) 5 და წარმატებები. ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|