ავტორი: ლელუკა ლაშხი ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2014
* * *
როცა ყველას დაავიწყდება, რომ სადღაც ვიყავი, ოდესღაც ვიყავი _მე. როცა საღამოს ყველა შეიხურავს კარს, კედლები იქნება ცეცხლისგან თბილი, ჩაი დედისგან დაყენებული_ ჯერ კიდევ შუადღეს, შემოუსხდებიან ვახშმებს, მაგიდის ყველა მხარეს, ერთმანეთის ყურებაში დაღლილები... გარეთ იქნება ცა ცოტა ქარით და მიწა იქნება ჩემთან ძალიან ახლოს...