ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


მარცხი

ალბათ არც ისე კარგი დღეა, თქვენ რომ გგონიათ;
აღარც ხალისი შერჩენია ფიქრით გადაღლილ
წუთიერ თვლემას, უმნიშვნელო სულელ გოლიათ
კაცს, რომ დასჩემდა ჩემი სახით... ღერებს გადავთვლი
სიგარეტის ისევ თავიდან, კოლოფს შევავსებ
,,უფულოდ  ვარ დღესაც– მიკიტან’’;
ამომასკდება უთქმელობის გმინვა და ვაჰ მე,
ღამის ლოთებთან ვადაგასულ ტკივილს მივიტან.
ივსება ისევ ყველაფერი ბოჰემის ნისლით,
ისევ და ისევ მეორდება კადრების არსი,
ჩემო ლექსებო – უკანასკნელ სუნთქვასაც მიშლით,
მსურს არსებობა შევიფერო თქვენს გარდა არსად.
არსად მიღებულს, უჩინარის ხორციელ დამღით,
ალბათ წუწუნი უნებლიედ თუ კი დამჩემდა,
ფიქრებო!!!–ვიცი მოვა დრო და ბოლოჯერ დამღლით,
მისტერიაა სიმშვიდის  გზაც, ამას ვამჩნევ და
ნაბიჯებს ითვლის ქვაფენილი ვიწრო აღმართზე,
არითმიული სიხშირეა სულში და კომი–
კურ სახედ მივეკერე სხეულს. აღვმართე
ხელი საკუთარ ცხოვრებაზე. წავაგე ომი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები