დიასახლისი
ნატოს თავად მოუნდა, მოამზადოს სამხარი, განიზრახა, დააცხოს საყვარელი ნამცხვარი. თმა მაღლა აიხვია, დაფაცურდა ქალი, გულმოდგინედ მოირგო დედის წინსაფარი. მაცივრში იპოვა, კვერცხი, ორი, სამი, მაგიდას რომ მისწვდეს, ძირს დაიდგა სკამი. გოგლი-მოგლი მარდად, ბეჯითად მოთქვიფა, არაჟანიც უყო, მხოლოდ, ერთი ჭიქა. დაუმატა ფქვილი, ხელებში აქვს ჯადო, და ფუმფულა ცომი დიდ ყალიბში ჩადო. გამომცხვარი ბისკვიტი. ცივი კრემით მორთო. ხარბად უცქერს, ითმენს და ნერწყვს ყლაპავს ოთო.
შოკოლადიც მოასხა ტორტი, უკვე, მზად არის მსგავსი დიასახლისი, მიპასუხეთ, სად არის?
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რა ტკბილი ლექსია <3 რა ტკბილი ლექსია <3
10. კარგი, საყვარელი ლექსია! მაგრამ ჩემმა ხელებმა ,ბროლის თითებმა ნამცხვარი აცხოს ?. ლობიო ხარშოს? არა ბატონო, არ შემიძლია! კარგი, საყვარელი ლექსია! მაგრამ ჩემმა ხელებმა ,ბროლის თითებმა ნამცხვარი აცხოს ?. ლობიო ხარშოს? არა ბატონო, არ შემიძლია!
9. მე მომწონს თქვენი ლექსები +++ მე მომწონს თქვენი ლექსები +++
8. ლამაზი საბავშვო ლექსი,მოეწონებათ გოგონებს_უყვართ ,,დიასახლისობანას" თამაში ++ ლამაზი საბავშვო ლექსი,მოეწონებათ გოგონებს_უყვართ ,,დიასახლისობანას" თამაში ++
6. გმადლობთ ქალბატონო ნინა. გაიხარეთ)) გმადლობთ ქალბატონო ნინა. გაიხარეთ))
5. პირად გვერდზე რომ შეხვალთ იქ ნახეთ წერილებში, მონიშნეთ მიღებული ან გაგზავნილი, თქვენ რომელიც გაინტერესებთ. :) პირად გვერდზე რომ შეხვალთ იქ ნახეთ წერილებში, მონიშნეთ მიღებული ან გაგზავნილი, თქვენ რომელიც გაინტერესებთ. :)
4. ძვირფასო მეგობრებო,მე ახალი ვარ საიტზე და ძალიან ვიბნევი სად რა არის. ამ ჩემს ლექსზე იყო მიღებული კიდევ შეტყობინება, შენიშვნების სახით, რომელიც მე არასოდეს არ მწყინს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. მერე არ ვიცი, მე დამეჭირა რაიმეზე ხელი თუ ვინმემ წაშალა, ვეღარ ვნახულობ და ხომ ვერ მიმითითებდით როგორ მოვიქცე? გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით)) პატივისცემით... ძვირფასო მეგობრებო,მე ახალი ვარ საიტზე და ძალიან ვიბნევი სად რა არის. ამ ჩემს ლექსზე იყო მიღებული კიდევ შეტყობინება, შენიშვნების სახით, რომელიც მე არასოდეს არ მწყინს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. მერე არ ვიცი, მე დამეჭირა რაიმეზე ხელი თუ ვინმემ წაშალა, ვეღარ ვნახულობ და ხომ ვერ მიმითითებდით როგორ მოვიქცე? გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით)) პატივისცემით...
3. ოთო კი არადა ქ-ნო ნანა მეც ვყლაპავ ნერწყვეს, :D მადის აღმძვრელი ლექსია. 5 ძალიან კარგია ოთო კი არადა ქ-ნო ნანა მეც ვყლაპავ ნერწყვეს, :D მადის აღმძვრელი ლექსია. 5 ძალიან კარგია
1. რა საყვარელუნია ლექსიააა :)) რა საყვარელუნია ლექსიააა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|