გრაფი
კატა მისცეს ნინოს, სასახელო"გრაფი," არც კნავილი იცის, არც სირბილი სწრაფი. იჯდა წყნარად, კოხტად, ფუმფულა და რბილი, ნინომ ბეწვის ქურქიც, გადააცვა თბილი. დილით, გოგოს თევზი დარჩა მაგიდაზე, მიაუუუუ!- და გრაფიც, მოსულა მადაზე. თევზიც წამში გაქრა, ფისო გაისარჯა, ამიტომაც გრაფი, ძლიერ დაისაჯა. აღარ მისცეს სამხრად, არც რძე და არც ფაფა, ხმას ვერ იღებს, ტახტზე, მისთვის გაინაბა.
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. იფიფ რა კარგი ლექსია იფიფ რა კარგი ლექსია
5. გმადლობთ ჩემო კარგებო)) გმადლობთ ჩემო კარგებო))
3. გრაფი არ ჰქვია,მაგრამ...მეც მყავს ასეთი წუწკი ფისო; :) სასიამოვნო საბავშვო ლექსები გაქვთ,ქალბატონო მანანა,ფბ-ზეც გკითხულობთ. ++ გრაფი არ ჰქვია,მაგრამ...მეც მყავს ასეთი წუწკი ფისო; :) სასიამოვნო საბავშვო ლექსები გაქვთ,ქალბატონო მანანა,ფბ-ზეც გკითხულობთ. ++
2. გმადლობთ მუხა. გმადლობთ მუხა.
1. სასიამოვნო ლექსია! სასიამოვნო ლექსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|