ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2014


ბოლოსწინა წერილი

როცა მხრებით ცახცახებ და
ხელიც გიკანკალებს
იმ წერილის წერის დროს
უკანასკნელი რომ გგონია და
ბოლოდან მეორე აღმოჩნდება

როცა მშვენივრად იცი , რომ
ბოლო წერილიც ისეთი იქნება
როგორიც ბოლოსწინა
(ისევ  უპასუხოდ)
და  შენ მაინც წერ...

მის თვალებში გაუცნობიერებელ
ზიზღს და დაბნეულობას ხედავ
და  შენც
ყველაფერი გტკივა
გულის გარდა...
რადგან შენ გული  უკვე
ამოცლილი გაქვს და
ტკივილი აღარ შეგიძლია

მაშინ წერ რომ " მიატოვე საკუთარი თავი,
და ჩამოკიდე მტირალა ტირიფის ტოტებზე"

მერე კანიონის პირას დგები და
უკან მოხედვის აღარ გეშინია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები