 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 30 ივლისი, 2014 |
მინდორს ნისლივით მოსდებია გვირილის თოვა, ფერდობს ზუზუნით გადაევლო ფუტკრის ტორნადო, ვიცი,გგონიათ რომ ოდესმე უთუოდ მოვალ, მაგრამ არ ვიცი რა დაგპირდეთ, რადგან -მოვალ რო?!
წარსულს ფერები გაუხუნდა, მოედო ხავსი და გუგულისაც აღარ მესმის: -გუ-გუ, დროდადრო, ვიცი, რომ ღამით ატირდება (მამა)-ო ბავშვი, - მომენატრაო, ხომ მოვაო, მაგრამ -მოვა რო?!
ახლა ცრემლები ხელს ართმევენ ერთმანეთს ღაწვთან, როცა ვიხსენებ ისტორიებს თქვენზე, -მონაყოლს, ეგ მონატრებაც მენატრება მამიკო, ამ წამს, რომ მოვალ გულში ჩამეკარი... -ნეტა მოვა დრო?!
იცოდეთ, -ასგზის მუხთალია ცხოვრება, ასგზის, ნუ შეადარებთ ისტორიებს, წიგნის მონათხრობს, ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის, რომც გამოვექცე ფუჭ იმედებს, -თქვენთან მოვალ რო?!
მ ა პ ა ტ ი ე თ!..
29. 07. 2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. იცოდეთ, -ასგზის მუხთალია ცხოვრება, ასგზის, ნუ შეადარებთ ისტორიებს, წიგნის მონათხრობს, ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის, რომც გამოვექცე ფუჭ იმედებს, -თქვენთან მოვალ რო?! + იცოდეთ, -ასგზის მუხთალია ცხოვრება, ასგზის, ნუ შეადარებთ ისტორიებს, წიგნის მონათხრობს, ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის, რომც გამოვექცე ფუჭ იმედებს, -თქვენთან მოვალ რო?! +
22. გაიხარე ზაზა გაიხარე ზაზა
21. მომეწონა ზურა ძალიან მომეწონა . :* მომეწონა ზურა ძალიან მომეწონა . :*
20. უღრმესი მადლობა ყველას უღრმესი მადლობა ყველას
18. ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 30 ივლისი, 2014 ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 30 ივლისი, 2014
17. ღმერთმა ნათელში გიმყოფოს...
პ. ს. ისე ''რეკვიემი'' უფრო სწორი ფორმაა, თუმცა ვფიქრობ ''რექვიემი''-ც არ არის შეცდომა. ღმერთმა ნათელში გიმყოფოს...
პ. ს. ისე ``რეკვიემი`` უფრო სწორი ფორმაა, თუმცა ვფიქრობ ``რექვიემი``-ც არ არის შეცდომა.
16. ახლა მე გამოვყავი კუსავით თავფეხი:D "რექვიემი" არ მომწონს მე:DD ხუმრობით :DD შეფასებული კი მქონია. ისე ბოლო ცოტა კახურადაა "თქვენთან მოვალ რო?!" ახლა მე გამოვყავი კუსავით თავფეხი:D "რექვიემი" არ მომწონს მე:DD ხუმრობით :DD შეფასებული კი მქონია. ისე ბოლო ცოტა კახურადაა "თქვენთან მოვალ რო?!"
15. :დ :დ გმადლობ დევი :დ :დ გმადლობ დევი
13. ეგ მაგრამ არ მიიღება არასდროს, არავისგან, და მითუმეტეს შენგან, რომელმაც იცი რომ სწორი შენიშვნები მიყვარს და მეხმარება ზრდაში. ხათრი აქ არაფერ შუაშია. მე დაგზოგე როდესმე?! :დ :დ კაი მოვრჩით :დ ეგ მაგრამ არ მიიღება არასდროს, არავისგან, და მითუმეტეს შენგან, რომელმაც იცი რომ სწორი შენიშვნები მიყვარს და მეხმარება ზრდაში. ხათრი აქ არაფერ შუაშია. მე დაგზოგე როდესმე?! :დ :დ კაი მოვრჩით :დ
12. პირველი,რაც გავიფიქრე ეგ იყო...მაგრამ........ :) პირველი,რაც გავიფიქრე ეგ იყო...მაგრამ........ :)
11. ჰოოოდა დროზე რატომ არ მითხარი? თუ ახლა გაამახვილე ყურადღება? :D :D ჰოოოდა დროზე რატომ არ მითხარი? თუ ახლა გაამახვილე ყურადღება? :D :D
10. ნამდვილად ჯობია ზურა,ლექსისთვისაც და...საერთოდ,უფრო რეალურია.სწორი იყო დევის რჩევა; ნამდვილად ჯობია ზურა,ლექსისთვისაც და...საერთოდ,უფრო რეალურია.სწორი იყო დევის რჩევა;
9. შევცვალე სათაური, თავიდან ეს მეწერა და რატომ არ ვიცი, ბოლოს შევუცვალე, ახლა დავაბრუნე შევცვალე სათაური, თავიდან ეს მეწერა და რატომ არ ვიცი, ბოლოს შევუცვალე, ახლა დავაბრუნე
8. ემიგრანტი მხოლოდ ქვეყნიდან წასულს არ გულისხმობს აქ, სახლიდან მიგრირებულზეა გათვლა. მადლობა დევი
ყველას დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ, შენიშვნების წერა ნუ გეზარებათ, ველოდები ემიგრანტი მხოლოდ ქვეყნიდან წასულს არ გულისხმობს აქ, სახლიდან მიგრირებულზეა გათვლა. მადლობა დევი
ყველას დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ, შენიშვნების წერა ნუ გეზარებათ, ველოდები
7. "ემიგრანტს" თუ ამოიღებ სათაურიდან უფრო მეტს მოხვდება გულზე.
++
"ემიგრანტს" თუ ამოიღებ სათაურიდან უფრო მეტს მოხვდება გულზე.
++
6. ..ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის..."ეს განსაკუთრებით..._კარგი ლექსია,სევდიანი...ემიგრანტის ტკივილი კარგადაა წარმოჩენილი; წარმატებები ++ ..ჩემს რეალობას მარტოობის სურნელი ასდის..."ეს განსაკუთრებით..._კარგი ლექსია,სევდიანი...ემიგრანტის ტკივილი კარგადაა წარმოჩენილი; წარმატებები ++
5. 2. რა თქმს უნდა პერსონაჟს, რადგან პირველ პირში წერს. 2. რა თქმს უნდა პერსონაჟს, რადგან პირველ პირში წერს.
4. გმადლობ დავით გმადლობ დავით
3. იმედი არ გამოგილიოთ ვაპლიესებ ლექს იმედი არ გამოგილიოთ ვაპლიესებ ლექს
2. :D გმადლობ მუხა.
პერსონაჟს უსურვე ალბათ, მე ოჯახში ვარ :D გმადლობ მუხა.
პერსონაჟს უსურვე ალბათ, მე ოჯახში ვარ
1. ეგ მონატრებაც მენატრება მამიკო, ამ წამს, რომ მოვალ გულში ჩამეკარი... -ნეტა მოვა დრო?!
მოვა დრო! მოვა დაბრუნების დროც! იმედი ღმერთმა ნუ მოგიშალოს! ეგ მონატრებაც მენატრება მამიკო, ამ წამს, რომ მოვალ გულში ჩამეკარი... -ნეტა მოვა დრო?!
მოვა დრო! მოვა დაბრუნების დროც! იმედი ღმერთმა ნუ მოგიშალოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|