ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
saint-lazare ის სადგური ხალხითაა სავსე.საღამოს ცხრა საათი ხდება.ლექციიდან მივდივარ,სახლისკენ.მატარებელი 16 წუთში გავა.არადა,ჯერ არც შემოსულა ბაქანზე.ძლივს ვიპოვნე ადგილი,სადაც დავდექი თავისუფლად.დიდხანს არ დამცალდა ასე დგომა.აუარება სხვადასხვა ფერის ადამიანის თავი ერთდროულად გაბრუნდა ესკალატორების მხარეს.მათი გაფართოებული თვალებით მივხვდი,იქ სადღაც,რაღაც ხდებოდა...უსათუოდ.დაუფიქრებლად,მატარებელი არც გამხსენებია,გავარღვიე ცოცხალი ტალღა pardon_ის ძახილით.ვინმემ ალბათ,იმ ამბის მონაწილედ ჩამთვალა,იქ რომ ხდებოდა და მე რომ მივისწრაფოდი.იქნება კლავენ ვიღაცას.რა მინდა.მეც არ ვიცი.მივარღვევ ტალღას.სამი ადამიანი.ორი ჩადრიანი ქალი და მამაკაცი.კაცი ისტერიულად იშენს ხელებს და ფეხებს,ქალები კივიან და ერთმანეთს ეფარებიან.ხან ერთს მოხვდება აქნეული ხელი და წიხლი,ხან მეორეს.მხოლოდ კივიან.ფრანგები და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა ეროვნების ადამიანი,დგანან.ვიღაცას უცებ აღმოხდება_oh la laaa… და მორჩა.ეს წიხლაობს.ქალები კივიან.მე ვუახლოვდები ნელა. _შე ბოზო,უნდა მოგკლა.მოდი აქ,ნუ ეფარები გაიწიე,მიგაყოლებ.შე ბოზო მოეთრიე აქ.უნდა ჩაჰგაძაღლო.ქალი კივის.კაცმა ჩანთიდან რძის ბოთლი ამოიღო და გაუშინა.ქალი დაიხარა.მეორეს მოხვდა.ბოთლი პლასტმასისაა.გაიხსნა და მთლიანად შეღება შავჩადრიანი_თეთრად.გარშემო ყველაფერი მოიწუწა.კაცი ისეთი მთვრალი იყო,ბოთლის გაშენისას,ლამის იყო გაჰყვა მიმართულებას,მაგრად წაიბორძიკა.ესკალატორის მოაჯირს მიენარცხა.რძეში ამოსვრილს დაავიწყდა წამისწინანდელი.მივარდა კაცს,ხელი შეაშველა არ გადავარდესო._ გამიშვი და იმას ამოეფარე,უნდა მოვკლა. _თავი დაანებე და წამოდი(თან სასტიკ ხმაზე კივის და შველას ითხოვს,ემოციაწართმეული მაყურებლებისგან,რომელიც მხოლოდ_Oh lala_ს გაიძახის) _უნდა მოგკლა,როგორ გგონია,გადარჩები?არც იოცნებო,აუცილებლად უნდა მოგკლა შე უბედურო.ბოლოჯერ დაღამდა შენთვის.უცებ მოწყდა ადგილს შურდულივით და დაეტაკა ქალს.ის არ ინძრევა,მხოლოდ კივის.რძეში ამოსვრილი გაეკიდა.ისიც კივის,თან ისევ იყურება ხალხისკენ.რეაქცია_გაფართოებული თვალები... _რას აკეთებ,გააფრინე?დავეტაკე უცებ მთვრალს მაუდის ქურთუკის სახელოზე და შევანჯღრიე,რომელიც უეცრად ისე დაიბნა და თავი ისე გააკატურა,მეგონა მოსყდებოდა. _შენ ვინღა ხარ შე ბოზო,აქედან გაეთრიე,სანამ ამ ბოზებს მიგაყოლე.ლამის დაეცა,მაგრამ აგრძელებდა.ჩადრიანები ისევ კიოდნენ.მაყურებელი უძრავად._ხელი გამიშვი და მოშორდი აქედან შენი დედა მოვტყან. _წადი გამოფხიზლდი და მერე მოკალი ეს ბოზები,გასაგებია?დაიბანე ყარხარ და ნუ მაგინებ.წადი აქედან,სანამ მოსულა პოლიცია. _მოვიდეს,ფეხები არ მომჭამოს პოლიციამ.მივაყოლებ ზედ ამ ბოზებს.უცებ რძეში ამოვლებული ჩადრიანი ძალიან გამოფხიზლდა და მომვარდა._რა გინდა? ჩემი ქმარია,თავი დანებე,თორე დავუძახებ პოლიციას.კივის პოლიციას იხმობს. _შენი დაცვა არ მჭირდება მოშორდი აქედან,მთვრალმა ქალი მოიშორა,_სჯობს იმას ამოეფარო,უნდა მოვკლა ახლავე.გაიწია. oh la laa მომესმა,გავიხედე.რვა პოლიციელი მორბის შეიარაღებული,სამი ძაღლით.ხელკეტებით.ომი იწყება ნამდვილად,მე გამომეპარა. _ოჰ.მოდიან.თქვენი დედაც მოვტყან.ამათზე უარესი ბოზები ხართ,მოდით და დამიჭირეთ.მაგრამ ჯერ ამ ბოზებს დავხოცავ. ორი პოლიციელი მივარდა და ხელები გადაუგრიხეს.ერთი მომიბრუნდა._თქვენია რამე? _არაფერი.არ ვიცნობ. _მაშინ წავრძანდით.მოვეცალე. _თქვენ ვინ ბრძანდებით?მიუბრუნა ჩადრიანებს. _ცოლები.უპასუხეს ერთხმად. _ორივე? _ორივე,დიახ. _არცერთი არ მჭირდებით.ორივე უნდა დაგხოცოთ ახლავე.გალეშილს დაავიწყდა პოლიციელების არსებობა,მათკენ გაიწია,უშედეგოდ. _ბატონო,გამოგვყევით.თქვენც ქალბატონებო. _მე ვერ წამოვალ.მეჩქარება.რძის ბოთლი რომ უნდა მოხვედროდა_ის. _ჰო,ეგ ვერ წამოვა,ბოზია.საყვარელს უნდა შეხვდეს gare de lyon_ზე,გარბის ჩემგან.გამიშვით მოვკლავ და მერე წამიყვანეთ.შუაზეგაწყვეტილი გველივით იკლაკნებოდა. _იცი რას გეტყვი?მე დამანებე.დანარჩენ ექვს ცოლს მიხედე.ყელში ამომივიდა ამათი უკან დევა მაღაზიებში.დავიღალე.აღარ ვაპირებ.გასაგებია?მიდი და მომკალი თუ გინდა.მერე რძეში ამოსვრილს მიუბრუნდა._შენ ძალიან საყვარელი ხარ ფატონე,მაგრამ მაინც ჩემი ქმრის მეოთხე ცოლი ხარ და მე დავიღალე.უნდა წავიდე.ბოდიში.მთვრალი ბოლო ხმაზე იგინებოდა.თან მიათრევდა პოლიცია.ის უკან იქაჩებოდა.ძაღლი უყეფდა, არ ესმოდა._გაიქეცი ბოზო,მიდი.მაგრამ მანამდე მოგკლავ აუცილებლად!.. თვალს მიეფარა პოლიცია,ძაღლები და ამჯერად ხუთცოლიანი.ორი პოლიციელი ქალებთან დარჩა. უკვე ყოფილი ცოლი მომიბრუნდა. _იცი რა,მე ძალიან კარგი ცოლი ვიყავი,არ დამაფასა.სამი შვილი გავუჩინე.მაგრამ დანარჩენ ცოლებთან უფრო მეტჯერ ათევს ღამეს,ვიდრე ჩემს ლოგინში.ყელში ამომივიდა.ხოდა ერთ კაცს შევუყვარდი,კარგი კაცია.სამი ცოლი ჰყავს.შენ ყველაზე მეტად მეყვარებიო.ჩემთან წამოდიო.ხოდა უნდა წავყვე.როცა მინდა მაშინ დავუწვები.მარტო ჩემი საქმეა.ხომ გაიგე?! არაბული ფრანგულით და ნიშნის მოგებით მელაპარაკებოდა.სიცილს ძლივს ვიკავებდი.ჩემი ქართული ფრანგულიც ალბათ რომ უფრო სასაცილოდ ჟღერს,უბრალოდ არავინ მეუბნება ხმამაღლა... მატარებელი დაიძრა.ნახევარ საათში სახლში ვიქნები და შავი ბლის ჩაის დავლევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. პირადად შევესწარი...იქ ვიყავი!) პირადად შევესწარი...იქ ვიყავი!)
6. ბლის მურაბიანი ჩაი ჯობია ამ ყველაფერს. :) ბლის მურაბიანი ჩაი ჯობია ამ ყველაფერს. :)
5. ეს არაფერია! ეს არაფერია!
4. ეს ნამდვილი ამბავია? მე როგორც ვიცი, ბევრ მუსულმანურ ქვეყანაშიც აღარ არის მრავალცოლიანობა გავრცელებული და შუა საფრანგეთში რომ ეს ხდება, ცოტა მიჭირს დაჯერება.
ისე ამ თემაზე გირჩევთ ქარჩხაძის "განზომილება" წაიკითხოთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, დაგაინტერესებთ, იქ არის ეპიზოდი ბოლოსკენ, როცა ქართველ კაცს, არამუსულმანს, 2 ცოლი ყავს და ძალიან სასაცილოდ აღწერს მათ ურთიერთობას სიტყვის ეს უბადლო ოსტატი. :) ეს ნამდვილი ამბავია? მე როგორც ვიცი, ბევრ მუსულმანურ ქვეყანაშიც აღარ არის მრავალცოლიანობა გავრცელებული და შუა საფრანგეთში რომ ეს ხდება, ცოტა მიჭირს დაჯერება.
ისე ამ თემაზე გირჩევთ ქარჩხაძის "განზომილება" წაიკითხოთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, დაგაინტერესებთ, იქ არის ეპიზოდი ბოლოსკენ, როცა ქართველ კაცს, არამუსულმანს, 2 ცოლი ყავს და ძალიან სასაცილოდ აღწერს მათ ურთიერთობას სიტყვის ეს უბადლო ოსტატი. :)
3. ბლის ჩაი კარგია... ბლის ჩაი კარგია...
2. ბოლომდე მაინც წამაკითხა თავი..აი,ამ ღირსებას ვერ დავუკარგავ_ დააინტერესა,რა აყვირებდა არაბს...გავიგე ეს...და მერე რა ამით?სხვა არაფერი... ბოლომდე მაინც წამაკითხა თავი..აი,ამ ღირსებას ვერ დავუკარგავ_ დააინტერესა,რა აყვირებდა არაბს...გავიგე ეს...და მერე რა ამით?სხვა არაფერი...
1. წითელი ხელი ჭირდება მოთხრობას.
არაბული სამყაროს მარადიული პრობლემაა გადმოცემული :))) ისე 1/4 შეხვდებოდა ამ კაცის თუ იმ კაცის 1/6 რა დიდი განსხვავება იყო? :)) სამაგიეროდ იმ კაცის ცოლებს წილი 1/6-დან გაუ-1/5-დათ :))))
ერთი ქალი და ერთი კაცი უნდა იყვნენ ერთად მანამ, სანამ უყვართ ერთმანეთი და სანამ ერთმანეთით არიან.
წითელი ხელი ჭირდება მოთხრობას.
არაბული სამყაროს მარადიული პრობლემაა გადმოცემული :))) ისე 1/4 შეხვდებოდა ამ კაცის თუ იმ კაცის 1/6 რა დიდი განსხვავება იყო? :)) სამაგიეროდ იმ კაცის ცოლებს წილი 1/6-დან გაუ-1/5-დათ :))))
ერთი ქალი და ერთი კაცი უნდა იყვნენ ერთად მანამ, სანამ უყვართ ერთმანეთი და სანამ ერთმანეთით არიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|