რა ატირებთ ქართველ ბავშვებს?
გინდათ გითხრათ რაზედ ვტირი ცეროდენა, პაწაწინა? ბაბუმ ხე რომ დარგო გუშინ, ღრუბელმა არ დააწვიმა, ბავშვებისთვის, რომ არ წერენ, ეს ქართველი პოეტები, რა ვისწავლოთ, რა ვიკითხოთ? აღარა ვარ, დარდით ვკვდები. და რაც არის, ფული არ გვაქვს, ვერ ვიყიდეთ ჩვენ წიგნები, ფეხსაცმელი შემოაცვდათ, სახლში სხედან ჩემი ძმები. მამა ძლიერ ავადაა, შუბლზე ვაფენ ძმრიან ტილოს, ჩვენ კი ფული აღარა გვაქვს, წამლები, რომ შეუძინოთ. დედამ მითხრა ნუ სტირიო, ნუ მოუხმობ შენ დარდებსო, წავალ, სადმე ვიმუშავებ, და გიყიდით ყველაფერსო. აბა როგორ არ ვიტირებ, მიმატოვებს დედა ჩემი, პაწაწინამ მოვიწყინე, ჩამოვყარე უკვე ფრთები. ჩემს მეგობარ ირაკლის კი, ენატრება აფხაზეთი, ნეტავ, როდის ნახავს კვლავაც, ნატვრა არ აქვს ამის მეტი, ბევრი რამე მინდა გითხრათ, გულსაც უნდა, კვლავ ვიტირო, და არ ძალმიძს, ციცქნა გოგომ, უმიზეზოდ გავიცინო.
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობთ დარე. გაიხარეთ! გმადლობთ დარე. გაიხარეთ!
13. თქვენისთანა ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა ქალბატონო მანანა! თბილი ადამიანი ბრძანდებით, ეს ლექსიდანაც ჩანს და კომენტარებიდანაც <3 თქვენისთანა ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა ქალბატონო მანანა! თბილი ადამიანი ბრძანდებით, ეს ლექსიდანაც ჩანს და კომენტარებიდანაც <3
12. გინდათ გითხრათ რაზედ ვტირი ცეროდენა, პაწაწინა? ბაბუმ ხე რომ დარგო გუშინ, ღრუბელმა არ დააწვიმა, არ მიყვარს ჩემს ლექსებზე კომენტარების გაკეთება და რაიმეს მინიშნება მკითხველზე. ვცდილობ, რომ ისე გადმოვცე, არ დამჭირდეს ამისი გაკეთება და ახსნა -განმარტების მიცემა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ორიოდ სიტყვით გავამახვილო თქვენი ყურადღება, უფრო გლობალურ საკითხზე, ამ პირველ სტროფში. ალბათ თქვენაც მიხვდით, ამ სტროფის წაკითხვის დროს, რატომ ვერ ვუქმნით ჩვენ, უფროსები, ანუ მშობლები და ბაბუები და ბებიები ბავშვებს ბედნიერ მომავალს, აქ არის ეს მინიშნება. აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული, ციცქნა ბავშვი გვეუბნება და მიგვანიშნებს, ბაბუმ რომ ხე დარგოო,იმას ღრუბელმა არ დააწვიმა და ხე გახმაო, თორემ ჩვენ ასეთი ბავშვობა არ გვექნებოდაო. აი, კიდევ უდიდესი პრობლემა და სატკივარი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი თაობის ხალხი, გასაცოდავებული და დაბეჩავებული, რომ ვერაფერს შველიან თავიანთ ოჯახებს, გარდა იმისა, რომ გადაიკარგონ სამშობლოდან, მიატოვონ შვილები სხვების ხელში და ყველანაირი სამუშაო შეასრულონ, რათა წამალი და სანოვაგე იყიდნოს ულუკმაპუროდ დარჩენილმა ოჯახმა.რამდენი კარგი სპეციალისტი, უმაღლესი განათლების და გამოცდილების მქონე, ბებერს, ან სხვის შვილებს უვლის, როცა როგორ აკლიათ ისინი თავიანთ შვილებს, ოჯახებს და ჩვენს ბედუკუღმართ სამშობლოს. მაპატივეთ!... გინდათ გითხრათ რაზედ ვტირი ცეროდენა, პაწაწინა? ბაბუმ ხე რომ დარგო გუშინ, ღრუბელმა არ დააწვიმა, არ მიყვარს ჩემს ლექსებზე კომენტარების გაკეთება და რაიმეს მინიშნება მკითხველზე. ვცდილობ, რომ ისე გადმოვცე, არ დამჭირდეს ამისი გაკეთება და ახსნა -განმარტების მიცემა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ორიოდ სიტყვით გავამახვილო თქვენი ყურადღება, უფრო გლობალურ საკითხზე, ამ პირველ სტროფში. ალბათ თქვენაც მიხვდით, ამ სტროფის წაკითხვის დროს, რატომ ვერ ვუქმნით ჩვენ, უფროსები, ანუ მშობლები და ბაბუები და ბებიები ბავშვებს ბედნიერ მომავალს, აქ არის ეს მინიშნება. აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული, ციცქნა ბავშვი გვეუბნება და მიგვანიშნებს, ბაბუმ რომ ხე დარგოო,იმას ღრუბელმა არ დააწვიმა და ხე გახმაო, თორემ ჩვენ ასეთი ბავშვობა არ გვექნებოდაო. აი, კიდევ უდიდესი პრობლემა და სატკივარი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი თაობის ხალხი, გასაცოდავებული და დაბეჩავებული, რომ ვერაფერს შველიან თავიანთ ოჯახებს, გარდა იმისა, რომ გადაიკარგონ სამშობლოდან, მიატოვონ შვილები სხვების ხელში და ყველანაირი სამუშაო შეასრულონ, რათა წამალი და სანოვაგე იყიდნოს ულუკმაპუროდ დარჩენილმა ოჯახმა.რამდენი კარგი სპეციალისტი, უმაღლესი განათლების და გამოცდილების მქონე, ბებერს, ან სხვის შვილებს უვლის, როცა როგორ აკლიათ ისინი თავიანთ შვილებს, ოჯახებს და ჩვენს ბედუკუღმართ სამშობლოს. მაპატივეთ!...
11. ტკივილიანი ლექსია.ნამდვილად უფროსებისთვისაა ეს... + + ტკივილიანი ლექსია.ნამდვილად უფროსებისთვისაა ეს... + +
10. ახლა თქვენი კომენტარები წავიკითხე და გამიხარდა გულწრფელად..გამიხარდა ის,რომ არსებობენ ადამიანები თქვენი სახით ქალბატონო ბუდულა და მანანა,ვინც ფიქრობს ამ ყველაფერზე...მომავალი დედა ვარ მეც და მინდა ჩემი შვილები ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და გმადლობთ თქვენ იმისთვის რომ ზრუნავთ და ფიქრობთ,თუნდაც გულისტკივილს გამოხატავთ..უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენნაირი ადამიანები. <3 :* ახლა თქვენი კომენტარები წავიკითხე და გამიხარდა გულწრფელად..გამიხარდა ის,რომ არსებობენ ადამიანები თქვენი სახით ქალბატონო ბუდულა და მანანა,ვინც ფიქრობს ამ ყველაფერზე...მომავალი დედა ვარ მეც და მინდა ჩემი შვილები ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და გმადლობთ თქვენ იმისთვის რომ ზრუნავთ და ფიქრობთ,თუნდაც გულისტკივილს გამოხატავთ..უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენნაირი ადამიანები. <3 :*
9. გეთანხმებით ქალბატონო მანანა, მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი, მეც ზუსტად მანდ ვარ, რომ უფროსებს გვმართებს , ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ და რომ ვერ ვახერხებთ , აი ამაზე ვდარდობ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება : გეთანხმებით ქალბატონო მანანა, მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი, მეც ზუსტად მანდ ვარ, რომ უფროსებს გვმართებს , ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ და რომ ვერ ვახერხებთ , აი ამაზე ვდარდობ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება :
8. გმადლობთ მუხა, ბურდულა. რა თქმა უნდა ეს უფროსებისთვისაა დაწერილი და ლექსს აწერია კიდეც ანოტაცია, თუ ვისთვისაა გათვლილი, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკური, რადგან ეს ლექსი შეეხება ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, რომელთაც ბავშვობა დაკარგული აქვთ და გაღიმების სურვილი არ უჩნდებათ. ამას რა ეშველება? არ ვთქვათ? არ დავეხმაროთ? არ მივიტანოთ მავანის ყურამდე? რა თქმა უნდა საბავშვო საკითხავი არ არის, მაგრამ ის ხომ ბავშვებს შეეხება? მასში ხომ ჩვენი პაწიების ტკივილია აღწერილი? აბა შემოდით ჩემთან ფბპ ზე და ნახეთ, 330 მოწონება და 134 გაზიარება აქვს ამ ლექსს, ის 12 ათასმა მკითხველმა წაიკითხა. მარტო ვიტიროთ, თავში ხელი ვიცეთ და ტაში ვუკრათ? არა, ჩვენს ბავშვებს ნამდვილად აქვთ სატირლად საქმე და ტირიან და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ და არა მარტო მთავრობამ, არამედ თითოეულმა ჩვენთაგანმა. აი ამას ემსახურება ეს თხზულებაც და მე მადლობას გიხდით, რომ წაიკითხეთ! გმადლობთ მუხა, ბურდულა. რა თქმა უნდა ეს უფროსებისთვისაა დაწერილი და ლექსს აწერია კიდეც ანოტაცია, თუ ვისთვისაა გათვლილი, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკური, რადგან ეს ლექსი შეეხება ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, რომელთაც ბავშვობა დაკარგული აქვთ და გაღიმების სურვილი არ უჩნდებათ. ამას რა ეშველება? არ ვთქვათ? არ დავეხმაროთ? არ მივიტანოთ მავანის ყურამდე? რა თქმა უნდა საბავშვო საკითხავი არ არის, მაგრამ ის ხომ ბავშვებს შეეხება? მასში ხომ ჩვენი პაწიების ტკივილია აღწერილი? აბა შემოდით ჩემთან ფბპ ზე და ნახეთ, 330 მოწონება და 134 გაზიარება აქვს ამ ლექსს, ის 12 ათასმა მკითხველმა წაიკითხა. მარტო ვიტიროთ, თავში ხელი ვიცეთ და ტაში ვუკრათ? არა, ჩვენს ბავშვებს ნამდვილად აქვთ სატირლად საქმე და ტირიან და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ და არა მარტო მთავრობამ, არამედ თითოეულმა ჩვენთაგანმა. აი ამას ემსახურება ეს თხზულებაც და მე მადლობას გიხდით, რომ წაიკითხეთ!
7. ნიკის დავეთანხმები: ეს უფროსებისთვისაა დაწერილი და არა პატარებისთვის :( ნიკის დავეთანხმები: ეს უფროსებისთვისაა დაწერილი და არა პატარებისთვის :(
6. ვაიმე, როგორ მეტკინა გული ,რა კარგად არის შესრულებული ლექსი .
მომეწონა!
წარმატებები ავტორს! ვაიმე, როგორ მეტკინა გული ,რა კარგად არის შესრულებული ლექსი .
მომეწონა!
წარმატებები ავტორს!
5. გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ მოვალე ვართ ქართველ ბავშვებს თანავუგრძნოთ უპირველესად)) გმადლობთ ნეფერტარი. გაიხარეთ! გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ მოვალე ვართ ქართველ ბავშვებს თანავუგრძნოთ უპირველესად)) გმადლობთ ნეფერტარი. გაიხარეთ!
4. მაგ პრობლემების გამო მარტო ქართველი ბავშვები არ ტირიან.:)
2 ქულა. მაგ პრობლემების გამო მარტო ქართველი ბავშვები არ ტირიან.:)
2 ქულა.
2. სწორად შენიშნეთ)))გმადლობთ))) სწორად შენიშნეთ)))გმადლობთ)))
1. ეს ალბათ უფროსებისთვისაც არაა თლად უფროსებისთვისაა ეს
სამწუხაროდ არც ბავშვებზე და არც უფროსებზე არავინ ფიქრობს
თლად უფროსების დიდი უმრავლესობა საკუთარი კეთილდღეობის შექმნითაა დაკავებული :( ეს ალბათ უფროსებისთვისაც არაა თლად უფროსებისთვისაა ეს
სამწუხაროდ არც ბავშვებზე და არც უფროსებზე არავინ ფიქრობს
თლად უფროსების დიდი უმრავლესობა საკუთარი კეთილდღეობის შექმნითაა დაკავებული :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|