ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2019


სისხლიანი ჯვრები

დამშრალი თვალებიდან ხეები ამოისვეტა და ცას მისწვდა ტოტები,
ცის ქარებმა ხის ლორთქო ფოთლები ააშრიალეს და ზღვები გადაფარა ხმაურმა...
მიწის ქვეშ მკვდრების ისმოდა გოდება
და ქვიშისფერი დაჰკრავდა აურას...

ჯვრები სისხლს ღვრიდნენ,ალბათ ხის ჯვარზე დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ,
ყველა ხმალს ტარი ჯვრის ჰქონდა,
შევიდა მოქნეული ჯვრების ტყე და სადაც შევიდა ყველაფერი გადაიწვა და ჩანაცრდა...

სულებმა ყივილი დაიწყეს მამლის ყელიდან,
ყოველი მესამე დაყივლებისას თითო სული გაიყიდა თითო ვერცხლად,
და მიჰყავდათ ხელიხელჩაკიდებული სულები არყოფითში,
ხოლო ჩვენ მშვიდად ვითვლიდით ვერცხლის გროშებს და თვალს ვარიდებდით ქარებს,
რომლებიც ერეკებოდნენ გაყიდულებს მოუსავლეთში...

                                                                        დმ.2014წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები