ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადუ
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2014


ხელები

ჩვენ მივდიოდით
და შენ, ჩემი ერთი ბეწო ხელი მაგრად გეჭირა
და მასწავლიდი ქუჩაზე გადასვლას,
ჩანგლით ჭამას, თამაშს, სიმღერას, ლექსებს და ანბანს,
სიმართლის თქმას, სიყვარულის არსს..
მივდიოდით და მე ეს მსვლელობა მახარებდა,რადგან
ჩვენ ყველგან მივდიოდით:
თეატრში, პარკში, საქანელებზე, სოფელში,
მატარებლით, მანქანით, ტრამვაით,
ვჭამდით ნაყინებს, ბამბის ნაყინებს,
ვარდისფერ ბატი-ბუტის ბურთულებს (ცირკთან),
შოკოლადებს, ჩურჩხელებს, მანდარინებს.
ვყიდულობდით კოწახურის კანფეტებს, ფერად ბუშტებს,
ზღაპრების წიგნებს, მეტროს ჟეტონებს..
ჩვენ მივდიოდით და შენ ჩემი ხელი მაგრად გეჭირა, როცა
ჩვენ გავუძელით 9 აპრილს, უსახლობას,
სიღარიბეს, ომს, სიბნელეს, სიცივეს, როცა
ვჭამდით კარაქიან პურსა და ცოტა ყველს,
შემწვარ კარტოფილს, თანაბრად გაყოფილ პატარა ბანანს,
ვსვამდით მურაბიან ჩაის - უშაქროდ,
ვთბებოდით წითელი „კერასინის“ გარშემო,
მაგრამ გვიხაროდა, რომ ისევ ჩემი ხელი გეჭირა,
რომელიც უკვე აღარ იყო ერთი ბეწო,-
მე ვსწავლობდი დამოუკიდებობას და ვცდილობდი გავქცეოდი შენს ხელს
და რამდენჯერ დაგსხლტომივარ ვინ იცის,
თუმცა ყველა მარცხის შემდეგ ისევ შენს ხელთან გამოვრბოდი და
კვლავ ერთად ვაგრძელებდით გზას.
თანდათან იზრდებოდა შენს ხელში ჩემი ხელი, ერთ დროს, ერთი ბეწო...
და შენ ამაყობდი ჩემი სკოლის დიპლომით,
უნივერსიტეტში ჩაბარებით, სამეგობრო წრით,
პირველი თაყვანისმცემლით, და გიხაროდა..
ჩვენ ერთად მივდიოდით გახუნებულ გზაზე
და მე ხელში მეჭირა შენი დაღლილი ხელი,
გეხმარებოდი: ქუჩაში გადასვლაში და გიამბობდი ახალ ცხოვრებაზე,
ნანახ უცხო ქვეყნებზე, ახალ მუსიკაზე, მეგობრებზე, შესაძლებობებზე,
პირველ სამსახურზე
და ყველაზე მეტი თავდაჯერებით მეჭირა შენი თბილი ხელი.
...
გზა რომელზეც მივდიოდით შენ თანდათან გღლიდა,
შიდაგაშიგ ჩერდებოდი და სულს ითქვამდი,
მე გიცდიდი მოთმინებით, ყველა ჯერზე
და ჩვენ ისევ ვაგრძელებდით სვლას.
მერე იყო უცნაური ნიშნები,
ავადმყოფობის წლები,
გაუცხოება,
წამლები,
ბრძოლა.
მე მეჭირა შენი გამხდარი და სუსტი ხელი
და მქონდა თვალებში ცრემლების მთელი ტალღები
და არ გნებდებოდი..
შენ მიღიმოდი და ამბობდი როგორ გიყვარდით მე და სამყარო..
მერე ყველაფერი გაშეშდა..
მე შემრჩა ხელში შენი ცივი ხელი
და ჩვენ ვეღარ მივდიოდით ბები.

ე.ო.ც. -ს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს