გზას გადახვეული ქუჩებით, სადღაც, იმას იქით მიდიხარ, ერთ სიტყვას არავის უჯერებ, საკუთარი თავის გიდი ხარ!
თანამგზავრად მხოლოდ ჩრდილს ჰგუობ, ისიც მარტოოდენ საკუთარს, რადგან, რაც არ უნდა იცრუო, იცი, ჩრდილი მოგთხოვს პასუხს - არ!
შენი ჰორიზონტი ტოლია, ზუსტად შენი წარმოდგენების! ნგრევამ ისე აგიყოლია, სურვილიც კი არ გაქვს შენების!..
მუდამ გიკეთია ნიღბები, შენი სახე გეთაკილება, უსულო საგნებზე იგზნები, სული აღარ გემორჩილება...
ბოლოს უფსკრულამდე მიდიხარ, გზას გადახვეული ქუჩებით, იქ კი უკვე თვითონ ჩრდილი ხარ, ხმას ვეღარ იღებ და ყუჩდები!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ++ ბოლოს უფსკრულამდე მიდიხარ, გზას გადახვეული ქუჩებით, იქ კი უკვე თვითონ ჩრდილი ხარ, ხმას ვეღარ იღებ და ყუჩდები!.. ++ ბოლოს უფსკრულამდე მიდიხარ, გზას გადახვეული ქუჩებით, იქ კი უკვე თვითონ ჩრდილი ხარ, ხმას ვეღარ იღებ და ყუჩდები!..
6. მართლა არაუშავს! მართლა არაუშავს!
5. გაბრაზებულზე დაწერილს ჰგავს გაბრაზებულზე დაწერილს ჰგავს
4. "ცოტასთან" "არა უშავს" მიდის მაგრად :)) ხო, არა უშავს! :) "ცოტასთან" "არა უშავს" მიდის მაგრად :)) ხო, არა უშავს! :)
3. ხო არაუშავს ? :) ხო არაუშავს ? :)
1. შეგრძება გასაგები, გადმოცემა არ მოსაწონი (ჩემთვის) ხო არ გეწყინა?
შეგრძება გასაგები, გადმოცემა არ მოსაწონი (ჩემთვის) ხო არ გეწყინა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|