ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
17 აგვისტო, 2014


წიწილა და ლეპტოპი

წიწილა და ლეპტოპი

თურმე, კრუხსა, პელოსა დაეჩეკა შვილები,
სულ ბურთივით მრგვალები,ყვითელი წიწილები.
"პელო" ფიქრებს მიეცა, -ამათ მე რას ვეყოფი?
წავიდა და უყიდა, გასართობად ლეპტოპი.
მე ვიციო „ცენცერამ“, მოდის თავგამოდებით,
მოცუნცულდა, მოარგო ინტერნეტის მოდემი.
ნაჭუჭის სავარძელი, ნაჭუჭისვე მაგიდა,
ზედ ლეპტოპი დადო და... აბა მეტი რა გვინდა?
ბეჭდვაც მალე ისწავლა,არჭობს, როგორც ჭიკარტი,
კლავიშების კენკვაში გაეღუნა ნისკარტი.
ფეისბუქზეც შევიდა,მოეწონა ძალიან,
უუუუჰ, რამდენი წიწილა, გახდა მეგობარია?!
მერე ფერმას მიადგა, და-ძმა იქაც იპოვა,
„წიპა“, „წრიპა“, „კაკუჩა“,“ელისო“ და „ჩიკორა.“
ვირტუალურ სამყაროს უცქერს თვალდაჭყეტილი,
ინტერნეტი ჰქონია, თურმე, წყვეტილ- წყვეტილი.
ხედავს ფერმის ეზოში,ბევრგან ყრია საქექი,
ირგვლივ, სულ, მოუფანტავთ მუხლებამდე საკენკი.
და იმ ფერმის წიწილამ, ინტერნეტის „ცენცერამ,“
იქაც ბევრი ყლაპა და სახლშიც წააცენცერა.
მოიმარჯვა ნისკარტი, პაწაწინა წიწილამ,
ისე მაგრად ჩაკორტნა, ეტკინა და იწივლა.
დედა აქეთ კრუხუნებს, მოდი ჭამე რამეო,
დროულად დაიძინე, არ ათიო ღამეო,
მაგრამ ჩვენი წიწილა, ისე კარგად გაერთო,
ვირტუალურ მეგობრებს იმდენი აქვთ საერთო,
აღარ ესმის კრუხისა, არ უგონებს არაფერს,
თვის მეგობრებს უგზავნის, საჩუქრებს და ბარათებს.
ნუ მეძახით, მადროვეთ, არ მინდაო სმა-ჭამა,
ლეპტოპს აღარ შორდება,ფეხი გაასავსავა.
კიდეც შია, წყურია, უძილობით წამხდარა,
ხედავს მისი და-ძმანი,რა დიდები გამხდარან.
მიპაწკუნდნენ საჭმელით, „კოწია“ და „ფაცია,“
ეს წიწილა მათ გვერდით, დარჩა ისევ პაწია.
დედა- კრუხმა ისინი, ჩაახედა სარკეში,
და შვილს უთხრა:- ლეპტოპთან,გაბმული ხარ მახეში.
იქ ჩემო პაწაწინა, ხარ მრავლისა მდომელი,
მაგრამ ვერრას გააწყობ, არის მიუწვდომელი.
ზიხარ და უკაკუნებ,მეოცნებეს გავხარო,
მაგას ის სჯობს, რომ ნახო,რეალური სამყარო.
ყველაფერი ლამაზი,ყველაფერი ადვილი,
გირჩევნოდეს შვილიკო, შენ ცხოვრება ნამდვილი!

*******

მე კი გეტყვით: ალბათ მისმენთ, ჩემი ერთი ციდები,
ლეპტოპს დიდხანს არ მიუჯდეთ და იკითხეთ წიგნები.
მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები