ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2014


მიზანი

ათრთოლებული ხელით ნაწერი,
გაწამებული ფიქრების გროვა,
თვალებზე ცრემლი ტკივილ ნარევი
და მაინც ვფიქრობ, -ჩემი დროც მოვა.
ზიზღით ვისორებ რითმებს,
უკვე წერაც არ მშველის,
მაგრამ ყველაფერს ვითმენ,
რაგაც სასწაულს ველი.
სასწაულები ხდება,
ეგეც არ გჯერათ ვიცი,
ვიცი უმიზნოდ ვცხოვრობ
და ამას არც განვიცდი.
მიზანს ისახავთ,მიზნისთვის იბრძვით,
მონები ხდებიტ მიზნის,ეს რას ჰგავს?
მხოლდ მიზანს რომ ხედავდე არ ღისრს,
ერთს რომ უყურებ, სხვას ათას ჰკარგავ.
დაველოდები ვიდრე ცხოვრება,
არ დამისახავს მიზანს,
მაგრამ გზას უკვე თვითონ ავირჩევ,
არ გავუყვები სხვის გზას.

ვიცი რასაც ვწერ ბანალურია
და მოწონებას არ იწვევს თქვენში.
ეს გრძნობებია,გულიდან მოდის,
რითმებად ვაწყობ,არ ვტოვებ ჩემში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები