ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
20 აგვისტო, 2014


უსმინარა იხვის ჭუკი

უსმინარა იხვის ჭუკი

დღეს, სასტიკად, გააფრთხილეს,
პაწაწინა იხვის ჭუკი,
გარეთ აღარ გაუშვებენ,
წყალში იტყაპუნებს თუკი.
იხვს, კი, წვიმა შეუყვარდა,
ჟუჟუნა და შხაპუნა,
თავდახრილი ელოდება,
როდის მოვა ბათურა.
წვიმის წვეთებს ეთამაშონ,
არაფერი განსაჯონ,
არ დაგიდევთ, უსმინარა,
მერე, თუნდაც, დასაჯონ! ))

*უსმინარა-გაუგონარი
*არ დაგიდევთ-არ დაეძებს

მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები