შენს უსახო სიჩუმეს, და ჩაისკოვზის ხელა გულის მცირე–მცირე ფეთქვებს, უსახელო სიცოცხლეს, რომელიც ჩემს წინ იშვა წარღვნის შემდეგ.. მტვერსა და თოვლში ფოფხავდი, ოთხზე მდგარი და დიდი ლურჯი სარკმელებიდან ამოიმზირებოდი, როცა გეძახდი, შენს ჩვეულებრივ ბავშვობას, ცოტა შიმშილით და ბევრი სითბოთი, გულწრფელი სიცილით და ბედნიერი ღიმილით, მაშინ როცა ვინმეს რამეს უყოფდი, მაშინ როცა მოხუც ბებიას ტოტებსა და ნაფოტებს უგროვებდი, ცეცხლში შეუკეთოს და არ შესცივდესო, შენს გულს, რომელიც სამყაროს სიყვარულს იტევს, შენს გონებას, რომელიც კოსმიურ სივრცეებში დადის და შეკითხვებით არ მასვენებს, ისეთ თემებზე, რომლებზეც კაცობრიობა დღემდე ვერ პასუხობს, შენს ხელებს რომლებიც საოცრებებს ქმნიან, თიხისგან, პლასტელინისგან და მავთულისგან.. შენს კალამს რომელიც ისეთებს წერს, რომ ყოველი წაკითხვის შემდეგ პირს ვეღარ ვხურავ გაოცებისგან შენს ფიქრებს, რომელიც უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი პლანეტარული სისტემა..
როგორ მიყვარხარ, ჩემო უსახელო სიცოცხლევ, ჩემო სიყვარულო, შენ წყალში იშვი და სიჩუმეში იზრდები, შენ ადამიანის სახე გაქვს, მაგრამ შენში თავად ღმერთი ცეკვავს სიცოცხლის ცეკვას და მასშია შენი ჭეშმარიტი სახელი. მიყვარხარ და არასდროს დაგავიწყდეს, რომ "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|